„საინტერესო შეხვედრა იყო. მოხდა ბიზნეს გარემოსთან დაკავშირებით აზრების გაცვლა-გამოცვლა. ბიძინა ივანიშვილს აინტერესებდა რას ფიქრობს ბიზნესი ბიზნეს-გარემოზე. ძალიან გულწრფელი საუბარი იყო“. ეკონომიკური ფორუმის დეტალებზე კომპანია „აქსისის“ პრეზიდენტმა ალექსნდრე მეჟევიძემ ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.
„ვთანხმდებით იმაზე,რომ დღეს ბიზნეს-გარემო გაუმჯობესებულია. ის ფუნდამენტური ფაქტორები,რაც აუცილებელია ეკონომიკის განვითარებისთვის და ჯანსაღი ბიზნესისთვის, დღეს აქტიურად მუშაობს. ეს არის სტაბილურობა, ინვესტიციები, განათლება, ინფრასტრუქტურა. მნიშვნელოვანია ბიზნესში პიროვნების თავისუფლება,როცა ის არავისგან იღებს მითითებებს. დღეს რაც ხდება არის ფუნდამენტის შენება. ეს არ არის ლამაზი, გაბრჭყვიალებული სანახაობა,რომ ამაზე ბევრი ისაუბრო. ეს არის მძიმე შრომა ასევე ბიზნესმენების მონაწილეობით. ჩვენ ყველა ერთად ავაგებთ შენობას და შემდეგ ფასადიც იქნება.
ცხადია,რომ ადრე წნეხი არსებობდა და ვიყოთ გულწრფელები. კონკრეტულ მაგალითებზე ბიზნესი არ საუბრობს და არ უნდა პოლიტიკაში ჩართვა. ფაქტია,რომ დღეს ვერც ერთ ბიზნესმენს ვერ დამისახელებთ, რომელიც იტყვის, რომ გარემო არ არის გაუმჯობესებული.
როგორ უნდა ვუწოდო ამ შეხვედრას ლაყბობა.ამ ადამიანებს ნამდვილად არ ცალიათ სალაყბოდ, მათ შორის არც ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ ხელისუფლებას არ ვუყურებთ ხელებში, მთავარია თავისუფალი გარემო. ბიზნესს მეტი არაფერი სჭირდება, არც პრივილეგიები“-განაცხადა ალექსანდრე მეჟევიძემ.
მანანა ღოღობერიძე