policiaთელავის რაიონში, შუამთის ტერიტორიაზე  დაკარგული  ორი გოგონა პოლიციის თანამშრომლებმა იპოვეს.

გოგონები შუამთის ტერიტორიაზე მათთან ერთად მყოფ  თანაკლასელებს დაშორდნენ და ერთ-ერთი ნათესავის ოჯახში იმყოფებოდნენ. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემქურება.

ისინი თანაკლასელებთან ერთად, კახეთში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ და დღის ბოლოს შუამთის ტერიტორიაზე იყვნენ. მოზარდები თბილისის ერთ-ერთი სკოლის მერვეკლასელები არიან.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ პოლიცია,  სამაშველო ბირგადები  და  კახეთის  გუბერნატორი  ირაკლი  ქადაგიშვილი.

 

(Visited 61 times, 1 visits today)

კომენტარები