ნარჩენებიგარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და გარემოსდაცვით ზედამხედველობის დეპარტამენტისა  თანამშრომლებს ნარჩენების კლასიფიკაციის საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ.

მონაწილეებმა თეორიული კურსი საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ შემუშავებული ნარჩენების კლასიფიკაციის სახელმძღვანელო დოკუმენტის შესაბამისად გაიარეს. დოკუმენტი ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ მეთოდოლოგიასა და ადგილზე არსებულ პრაქტიკას  ეფუძნება.

პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად, ტრენინგის მონაწილეები საწარმოებს ესტუმრნენ, ობიექტის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების აღწერისა და კლასიფიკაციის მიზნით.

ტრენინგი ორგანიზაცია Georgia’s Environmental Outlook (GEO), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა და  ნარჩენების მართვის სისტემაში ჩართული უწყებების გაძლიერებასა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მომზადებას ითვალისწინებს .

 

(Visited 14 times, 1 visits today)

კომენტარები