1 დღის წინ
ირაკლი კობახიძე – „ნაციონალურ მოძრაობას“ გრიგოლ ვაშაძით 17 %-იანი შედეგის გამეორება გაუჭირდება
2 დღის წინ
თბილისის მერია საზაფხულო სკოლების, ბანაკებისა და სალაშქრო ტურების გაკეთებას იწყებს
2 დღის წინ
ვულოცავ საქართველოს იმ წარმატებას, რომელიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიმავალ ქვეყანას ესაჭიროება – აშშ სენატის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე
2 დღის წინ
“საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის ფორმატში კონსულტაციები, სავარაუდოდ, ივლისის ბოლო კვირაში გაიმართება”
2 დღის წინ
სოლარიუმში ხშირ სტუმრობას რა უკუჩვენებები აქვს?!

შერვაშიძე გია“ჩემთვის „აუდიტორია 115“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელშიც გაერთიანებულები არიან სხვადასხვა უნივერსისტეტის სტუდენტები, არასტუდენტები და ასე შემდეგ”, -განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა გია შარვაშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, „აუდიტორია 115“ პოლიტიკურ ინტერესებს ატარებს, თუმცა არ აკონკრეტებს, ვის ინტერესებს.

თავის მხრივ, „აუდიტორიის“ წევრები ამ განცხადების გამო ბოდიშის მოხდას ითხოვენ, რადგან მათი თქმით, ისინი დამოუკიდებელი ძალა არიან, რომელიც საუნივერსიტეტო ცხოვრების გაუმჯობესებისათვის იბრძვის.

აუდიტორიის ერთ-ერთმა წევრმა აღნიშნა, რომ გია შარვაშიძე 4 წლის განმავლობაში რექტორის პოსტს ვერ დაიკავებს და ამაზე სანაძლეოც კი აქვს დადებული, რექტორის თქმით ის ამ პოსტზე დარჩენას 4 წელზე დიდხანსაც აპირებს.

შარვაშიძემ ასევე განმარტა, რომ ძალიან მალე, როგორც კი პარლამენტი მუშაობას დაიწყებს,  კანონში ცვლილებები დაიწყება.

რექტორის განცხადებით, ეს ის რეფორმებია, რაზეც ჯერ კიდევ განათლების მინისტრის მოადგილეობის რანგში შეთანხმდა სტუდენტებთან. ამის საპასუხოდ სტუდენტებმა დამატებით, შეთანხმებითი დოკუმენტის შედგენა და მასზე ხელის მოწერა შესთავაზეს. რექტორის თქმით, სამ თვეში იქნება მზად  სტრატეგიული განვითარების დოკუმენტი, რომლის შემუშავებაში თავად სტუდენტებსაც შეეძლებათ ჩართვა.

“სწორედ ეს სტრატეგიული განვითარების დოკუმენტი იქნება ჩვენი შეთანხმების დოკუმენტი. ის, რომ დღეს უნივერსიტეტში ყველაფერი რიგზე არ არის არის, ფაქტია, თუმცა  მჯერა,  რომ  ცოტა ხანში ძალიან დიდი ნაბიჯები გადაიდგმება იმ კუთხით, რომ უნივერსიტეტი გახდება ადგილი, სადაც სამაგალითო სასწავლო პროცესია”,-განაცხადა შარვაშიძემ.

„აუდიტორია 115”-ის წევრის,  გიორგი ჯავახაძის თქმით, „უდიტორია“ იმსჯელებს შეუერთდება თუ არა დოკუმენტის შემუშავების პროცესს.

გია შარვაშიძე 16:00 საათზე რექტორის რანგში აკადემიურ საბჭოს პირველ სხდომას გამართავს.

(Visited 167 times, 1 visits today)

კომენტარები