სანდრა რულოვსი“მიშას რომ დასჭირდეს, ოდესიდან სოლოლაკამდე გვირაბის გათხრა, ის გააკეთებს და ჩვენთან ერთად იქნება,” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ზუგდიდში აქციაზე განაცხადა.

როგორც სანდრა რულოვსმა აღნიშნა არჩევნებამდე 12 დღე დარჩა და „ნაციონალურ მოძრაობის“  მხარდაჭერა ძალიან დიდია.

„გამგებელი არის თოლორაია. მითხრეს, რომ შენ დანახვაზე გაწითლდებაო. მართლა, არ მინახავს ჯერ ეს კაცი, არც დებატებში, არც ზუგდიდობაზე, არც ქუჩაში, არასდროს არ მოვიდა და იმედი მაქვს, რომ მოვა. მეუნებიან, გამოგიგვზავნის “ბეტეერ” ქალებს, მოვლენ, თმებით დაგითრევენო და ველოდები ამ ქალებს. ზუსტად დღეს გავისწორე თმა, რომ უფრო ადვილი იყოს,  მაგრამ აღარავინ აღარ მოდის პროვოკაციებზე. თავიდან ჯიხაშკარში ვითომ კაცები მოვიდნენ,  ახლა ვითომ “ბეტეერი” ქალები, მაგრამ აღარ მოდიან. ხომ ხედავთ, რამდენი ვართ, ვინც დაგვიცავს ჩვენ და მთელ ერს. ჩვენ ბევრნი ვართ და ვერავინ ვერ მოგვერევა. მიშა იძახის, რომ სანდრა ეს მე ვარ, როგორ გითხრათ, ახლა მე მისი ფეხის ზომა ცოტა დიდია,  47-ია და ნამდვილად ვერ დავეტევი. ვცდილობ, პოლიტიკოსობა ვისწავლო, მაგრამ ჯერ ძალიან შორს ვარ მისი ნიჭისაგან და მისი ხედვისაგან, რადგანაც მან იცის წინასწარ, რა უნდა მოხდეს და როგორ უნდა მოხდეს,  ყოვლეთვის მართლდება.  მან იცის, რომ ჩვენთან ერთად იქნება, რომ გამარჯვება იზეიმოს. რომც დასჭირდეს,  ოდესიდან სოლოლაკამდე გვირაბის გათხრა, ის გააკეთებს და ჩვენთან ერთად იქნება“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

(Visited 22 times, 1 visits today)

კომენტარები