ჯეჯელავაგანათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ჟურნალისტებს შეხვდა და წლის განმავლობაში განხორციელებულ ცვლილებებსა და სამომავლო გეგმებზე პრეზენტაცია გამართა. ჯეჯელავამ იმ სიახლეებზე ისაუბრა, რაც მიმდინარე სასწავლო წელს სასწავლო დაწესებულებებში განხორციელდა.

მინისტრის თქმით, სიახლეა ის, რომ დაინერგება თავისუფალი გაკვეთილები, რაც მოსწავლეების ინტერესზეა ორიენტირებული, გაგრძელდება დირექტორების, მასწავლებლების პროფესიული განვითარება. მინისტრის განცხადებით 2016-2017 წლებში სკოლების მომსახურებას დაემატება ავტობუსები, რომელიც დამატებით 23 სკოლას მოემსახურება და რითაც 1500 ბავშვი ისარგებლებს. ჯეჯელავას ინფორმაციით, გაგრძელდება სკოლების მშენებლობა და რებილიტაცია, ექიმების კაბინეტისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, დაინერგება ელექტრო ჟურნალები და2017 წლის იანვრიდან, სქემის შესაბამისად, მასწავლებელთა ხელფასები გაიზრდება.

(Visited 46 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*