ნიკო ფიროსმანის ნახატიფონდი ქართუ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს საჩუქრად ნიკო ფიროსმანაშვილის შედევრს „შველი წყლის პირას“ გადასცემს.

ნახატის გადაცემის ცერემონია, 27 სექტემბერს, 18:00 საათზე დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება.

„შველი წყლის პირას“ ციციშვილი-გედევანიშვილის ოჯახში 1949 წლიდან 2011 წლამდე ინახებოდა. ის არასდროს ყოფილაგამოფენილი ფართო საზოგადოების წინაშე. 2011 წელს სურათი Sotheby’s აუქციონზე გაიყიდა. „შველი წყლის პირას“  იმავეაუქციონზე მეორედ 2016  წელს გამოიტანეს გასაყიდად; ნამუშევარი ცნობილმა მეცენატმა ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა დაეროვნულ მუზეუმს საჩუქრად გადასცა. სურათი საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნიკო ფიროსმანაშვილისნამუშევრების ყველაზე დიდ კოლექციას შეუერთდა.

(Visited 33 times, 1 visits today)

კომენტარები