201403282241354376subarisozar„მიხეილ სააკაშვილი ვერაფრისთვის ვერ ემზადება. მას აქვს უბრალოდ სურვილები. დამთავრდა მითი სააკაშვილის შესახებ და ეს მისმა თანაგუნდელებმაც კარგად იციან. მგონი თავის ბოსს ატყუებენ ტელეფონით, ყველაფერი კარგადაა, ნუ გეშინია ყველაფერს ვიზამთო“. ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია “GDS“–ზე, გადაცემა “2030“–ის ეთერში ისაუბრა.

„ვერც დესტაბილიზაციას ვერ გააკეთებენ, ვერც არეულობას მოაწყოებნ და ამასთან დაკავშირებით მღებრიშვილის განცხადებაც დროული იყო, რომ პოლიცია დაიცავს წესრიგს. პასუხისმგებლობა აღებულია, დღეს წინასაარჩევნო გარემო არის ისეთი მშვიდი,როგორც არასდროს.

ჩვენ შეგვიძლია ჩავიდეთ და ვნახოთ სააკაშვილის დროს გაჩერებული სასტუმროების მშენებლობები. მათ ერთგვარი პიარტექნოლოგიით აიძულეს რამდენიმე ბიზნესმენი იქ ჩაედოთ ფული,მაგრამ ეს არ იყო კონცეპტუალური, არ ჰქონდა განვითარება, არ არსებობდა ზუსტი გეგმა და შესაბამისად ძალიან მალე გაქრა. მახსოვს სააკაშვილის განცხადება,რომ 100 მილიარდ ლარად ის ააშენებდა ნახევარმილიონიან ქალაქს. დღეს ჩვენი მიდგმა სხვანაირია. არსებობს დეტალური გეგმა თუ როგორ უნდა განვითარდეს პორტი, რამდენი ფული უნდა ჩაიდოს, რამდენია სახელმწიფოს მონაწილეობა. დაგეგმილია სამმიილიარდ–ნახევარი ინვესტიციის ჩადება. ქვიშა შეიძლება ყველგან იყოს, მაგრამ თუ იქ ინფრასტრუქტურა არ არსებობს, ადამიანი არ ჩავა“

სოზარ სუბარმა გადაცემაში ასევე აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მშნებლობებზე ისაუბრა და აქცენტი განმუხურში ბოტანიკური ბაღის პროექტზე გააკეთა.

„რამდენიმე დღის წინ დაიწყო ბოტანიკური ბაღის მშენებლობა, რომელიც დაახლოებით ას ჰექტარზე იქნება გაშენებული. ეს თბილისის ბოტანიკურ ბაღზე ოდნავ დიდია. ეს იქნება ერთ–ერთი ყველაზე სერიოზული ბაღი არა მხოლოდ საქართველოში, მთლიანად რეგიონში. მით უმეტეს რომ ის გარემო უნიკალურია თავისი ლანდშაფტით, ჭაობიანი მიწებით. ჩამოყვანილია მსოფლიოს ექვსი საუკეთესო ბოტანიკოსი.  სპეციალისტები, რომლებიც სხვადასხვა პარკში მუშაობენ, გვიწევენ რეკომენდაციებს და სწორედ მათი რჩევებით ხდება არა მხოლოდ მცენარეების შერჩევა, არამედ ბილიკების,გადასასვლელების,ხიდების მშენებლობის დაპროექტება. ეს ყველაფერი ამ ადგილს გახდის უნიკალურს ნებისმიერი ტურისტისთვის. ამას ემატება ზღვისპირეთი,რომელიც ასევე უნიკალურია თავისი თვისებებით. რამდენიმე დღეში იქნება პრეზენტაცია იმ უზარმაზარი პროექტის, რომელიც ხორციელდება, ეს არის ახალი პორტის მშენებლობა.

როდესაც აფხაზი მხარისთვის ხდება მსგავსი შეთავაზება, არ ველოდები რომ მეორე მხარიდანაც სწრაფი რეაქცია იქნება. პირიქით შესაძლოა იყოს აგრესიული დამოკიდებულება, მაგრამ დარწუნებული ვარ ეს ძალიან ბევრ ადამიანს დააფიქრებს. როდესაც დაინახავენ რა ხდება ენგურს გადმოღმა, ენგურს გადაღმა მხარესაც გაჩნდება სურვილი,რომ ეს გააკეთონ. და ეს სურვილი ყოველდღიურად უფრო და უფრო ღრმავდება. ისინი ისევ ჩვენს მოქალაქეებად მიგვაჩნია და უნდა სარგებლობდნენ ყველა იმ სიკეთით, რაც ენგურს აქეთ არსებობს,“–განაცხადა სოზარ სუბარმა.

მანანა ღოღობერიძე

 

(Visited 29 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*