2 დღის წინ
ირაკლი კობახიძე – „ნაციონალურ მოძრაობას“ გრიგოლ ვაშაძით 17 %-იანი შედეგის გამეორება გაუჭირდება
2 დღის წინ
თბილისის მერია საზაფხულო სკოლების, ბანაკებისა და სალაშქრო ტურების გაკეთებას იწყებს
2 დღის წინ
ვულოცავ საქართველოს იმ წარმატებას, რომელიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიმავალ ქვეყანას ესაჭიროება – აშშ სენატის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე
2 დღის წინ
“საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის ფორმატში კონსულტაციები, სავარაუდოდ, ივლისის ბოლო კვირაში გაიმართება”
2 დღის წინ
სოლარიუმში ხშირ სტუმრობას რა უკუჩვენებები აქვს?!

ჯეჯელავა,,ქართველი ახალგაზრდები უნდა გაიყოს ორ ნაწილად. ის ნაწილი რომელიც პროფესიულ განათლებას აირჩევს უფრო დიდი უნდა იყოს“- ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა. მინისტრის  თქმით პროფესიული განათლების პრობლემის მოგვარებით მოგვარდება უმაღლესი განათლების სისტემაში შექმნილი პრობლემები.

,,უმაღლეს განათლებას ჰქონდა ნაკისირი პროფესიული განათლების ფუნქციც და ამიტომ შეიქმნა ის პრობლემები რომლებიც დღესაც გვხდება. ზოგადი განათლების ბედიც დამოკიდებულია პროფესიული განათლების განვითარებაზე ვინაიდან სკოლის მოსწავლეებსაც უნდა ესმოდეთ და ხედავდნენ რა პერსპექტივა აქვთ მომავალში. მთავრობის ოთხ პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი დასაყრდენი არის განათლების რეფორმა და ამ რეფორმაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პროფესიულ განათლებას. ის ათი პროფესიული პროექტი რომელიც დაფინანსდა მთლიანად განათლებასთან დაკავშირებულ პროფესიებს განავითარებენ, გაჩნდა ათი არაჩვეულებრივი სასწავლო დაწესებულება  სადაც ჩვენს შვილებს შეუძლიათ მაღალი საერთაშორსიო ხარისხის კვალიფიკაცია მიიღონ, დასაქმდნენ და სრულიად თვითრეალიზებულები იყვნენ“- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

შეგახსენებთ ათასწლეულის  გამოწვევის ფონდმა ,,პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“  პროექტის ფარგლებში,  პროფესიული განათლების განვითარების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა. საგრანტო კონკურსი დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.   გამარჯვებული  10  პროექტის საერთო ბიუჯეტი 19.6 მილიონი აშშ დოლარია, საიდანაც 12 მილიონი დოლარი საგრანტო თანხას წარმოადგენს დანარჩენი კი კერძო სექტორის თანადაფინანსებაა.

 

(Visited 18 times, 1 visits today)

კომენტარები