კვირიკაშვილი100 მილიონი დოლარის ოდენობის დამატებითი ინვესტიცია კასპში, – საინვესტიციო პროექტი, რომელიც კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“ ქარხნის სრულ მოდერნიზაციას და კლინკერის წარმოების მშრალი ხაზის მშენებლობას გულისხმობს, დღეს დაიწყო.

პროექტის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო მონაწილეობა.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ გერმანული კომპანია „ჰაიდელბერგცემენტი“, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია, საქართველოში საქმიანობას სულ უფრო აფართოებს და მსხვილ ინვესტიციებს ახორციელებს.

“მისასალმებელია, რომ დღეს კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“ კასპის ქარხანაში საფუძველი ეყრება 100 მილიონი დოლარის საინვესტიციო პროექტს, რაც ქარხნის სრული მოდერნიზაცია და კლინკერის წარმოების მშრალი ხაზის მშენებლობას, რაც კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის და გააფართოებს წარმოების პროცესს. ამასთან, ეს იქნება ერთ-ერთი სამაგალითო პროექტი გარემოსდაცვითი სტანდარტის უზრუნველყოფის კუთხით. პროექტი აგებულია მწვანე ტექნოლოგიაზე დ აიგიიქნება ასევე ენეერგოდამზოგავი, რაც ასევე მნიშვნელოვანია პროექტის ხარჯეფექტურობისთვისაც და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კომპანიის კონკურენტუნარიანობას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი აგერმანიასთან ეკონომიკური თანამშრომლობა და განსაკუთრებულ ძალისხმევას ვხარჯავთ იმ მიმართულებით, რომ გერმანული კორპორაციები ფართოდ იყვნენ წარმოდგენილნი საქართველოში”, – განაცხადაა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ “ჰაიდელბერგის” ძლიერი პოზიცია, ადგილობრივ ბაზარზე სხვა გერმანული კომპანიების მოზიდვისთვის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იქნება.

მთავრობის მეთაურმა კომპანიის თანამშრომლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა მიულოცა და “ჰაიდელბერგცემენტის” წარმომდაგენლებს მიმართა:
“დაივიწყეთ დღევაანდელი ბაზრის მოთხოვნის რიცხვები, ვინაიდან ჩვენ გვაქვს ისეთი საინტერესო და ამბიციური განვითარების გეგმები მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ადგილობრივ ბაზარზე თქვენი პროდუქციის რაოდენობრივ მოთხოვნას. ჩვე ნვფიქრობთ, ეს იქნება ძალიან საინტერესო მომავალი რამდენიმე წელი საქართველოს ინფრასტრუქტურული მოდერნიზაციისა და მისი სატრანზიტო პოტენციალის გაუმჯობესების თვალსაზრისით. ეს იქნება ავტობანები, ტურისტული ინფრასტრუქტურა, ხიდები, გვირაბები, ახალი პორტის მშენებლობა, რაც თავისთავად ნიშნავს ადგილობრივ ბაზარზე ცემენტზე მოთხოვნის გაცილებით მაღალ მაჩვენებლებს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა “ჰაიდელბერგცემენტს”, ახალი საინვესტიციო პროექტის დაწყება, საქართველოში ათწლიანი მოღვაწეობის იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ  ეს ძალიან მნიშვნელოვანი 10 წელი იყო.

პრემიერმა კომპანიის საქართველოს წარმომადგენლობის გენერალურ დირექტორთან, მიქაელ ჰემპელთან ოთხი წლის განმავლობაში გამართული შეხვედრები გაიხსენა და მას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით,  ერთობლივი შეხვედრები, ადგილობრივ ბაზარზე კომპანიის პოზიციის განმტკიცებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია.

საქართველო-გერმანიის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების დიდ პოტენციალზე ისაუბრა გერმანიის ახალმა ელჩმა საქართველოში ჰაიკე პაიჩიმ.

დიპლომატის განცხადებით, საქართველოში ისეთი მსხვილი კომპანიების მიერ ინვესტირება, როგორებიცაა “ჰაიდელბერგცემენტი” და “ჰენკელი”, გერმანული კომპანიების ნდობაზე მიუთითებს. ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოთი ასევე დაინტერესებულნი არიან გერმანული ლოგისტიკური კომპანიები.

“საქართველოში შექმნილი ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატის, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებისა და ქვეყანაში არსებული სტაბილური პოლიტიკური გარემოს წყალობით, დარწმუნებული ვარ, ეკონომიკური თანამშრომლობა, საქართველო-გერმანიას შორის, კიდევ უფრო გაფართოვდება”, – განაცხადა გერმანიის ელჩმა.

(Visited 115 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*