manana kobakhidze „რაიმე ახალი არც არის ამაში, არ მგონია რომ ვინმე გაკვირვებული დარჩა ამ ჩანაწერით. ქვეყანაში,სადაც  გვყავდა ოცდაათი ათასამდე  პატიმარი, სამასი ათასამდე პრობაციონერი, ასეუობით გარდაცვლილი ციხეებში, ქუჩაში იყო სპეცოპერაციები, გვახსოვს  7 ნოემბერი, 26 მაისი. ამ პოლიტიკური ძალისგან განა გასაკვირია ასეთი საუბრის შინაარსი. ჩემთვის არ არის გასაკვირი“. მორიგი ფარული ჩანაწერების შესახებ ქართული ოცნების წევრმა მანანა კობახიძემ ტელეკომპანია „GDS“–ის ეთერში, გადაცემა „2030“–ში ისაუბრა.

„თუ დადასტურდა, რომ ჩანაწერები არის ავთენტური, რა თქმა უნდა ყველამ პასუხი უნდა აგოს. დღეს უკვე გაცხადდა ოფიციალურად, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება. ყველა ის ფიგურანტი, რომელიც ამ ჩანაწერშია, აუცილებლად იქნება დაკითხული. დაინიშნება ექსპერტიზა, დახმარებისთვის მიემართა სხვა ჩვენს მეგობარ ქვეყნებს. გამოძიება უსწრაფესად უნდა წარიმართოს,რომ დადგინდეს ჩანაწერის ავთენტურობა და თუ ეს ასეა, ბუნებრივია ყველა იმ პირმა,რომელიც ამ შეთქმულებაში, სახელმწიფო გადატრიალებაში თუ რევოლუციაში იყო ჩართული, პასუხი უნდა აგოს. არაფერს ერიდებიან ეს ადამიანები, თვითონ იდეაც რომ იბადება მათში, ეს უკვე ნიშნავს, რომ მხოლოდ ძალადობაზე შეიძლება იყოს ორიენტირებული ეს პარტია. მათ არჩევნებში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვთ. ქართული საზოგადოება მათ მხარს არ უჭერს. ეს კარგად იციან, ამიტომ ერთადერთი რაზეც შეიძლება იფიქრონ ეს არის ძალადობით, პროვოკაციებით შეძლონ ხელისუფლების დაბრუნება, რაც აბსოლიტურად  მიუღწეველია.

უცხოელი ექსპერტების ჩართვის მეთოდი უკვე არის გამოყენებული, მათ შორის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ საქმეში. ამიტომ თუ გამოძიება საჭიროდ ჩათვლის ამასაც უნდა მიმართონ. უსწრაფესად უნდა ჩატარდეს კვალიფიციური ექსპერტიზები და დადგინდეს არის თუ არა ამ ჩანაწერების შინაარსი რეალური.

იმისთვის, რომ პარტია მოიხსნას საარჩევნო რეგისტრაციიდან უნდა დადასტურდეს, რომ ეს ყველაფერი რეალურად არის მათი მხრიდან ჩადენილი. უნდა დადასტურდეს, რომ ამ დანაშაულს ნამდვილად აქვს ადგილი. სხვა შემთხვევაში ეს ვიდეომასალა არის უბრალოდ ფაქტი, რომელსაც პოლიტიკოსები და ექსპერტები შევაფასებთ, თუმცა ეს ვერ გახდება პროცედურების დაწყების საფუძველი. უნდა გამოირიცხოს ყველანაირი ეჭვი გაყალბების შესახებ“.

მანანა კობახიძემ გადაცემაში „რუსთავი–2“–ის აქტიურ როლზეც ისაუბრა. მმართველი გუნდის წევრი ასევე ნიკა გვარამიას განცხადებას და პაატა ბურჭულაძის კოალიციიდან გირჩის სავარაუდო გასვლას გამოეხმაურა.

„მათთვის ერთადერთი ინსტრუმენტი ახლა არის რუსთავი–2 და ამ ინსტრუმენტს ახლა პოლიტიკურ იარაღად იყენებენ. არ მინახავს სხვა არ ერთი ტელეკომპანიის დირექტორი, რომელიც პირდაპირ მოუწოდებს საზოგადოებას ვის მდაუჭირონ მხარი. ამის შემდეგ რა პრეტენზია აქვთ ობიექტურობაზე და თავისუფალ მედიაზე. ავადმყოფური შიში აქვთ ბიძინა ივანიშვილის. ეს არის მათი პრობლემა. მე ამაში ვერ დავეხმარები, მიმართონ შესაბამისად კომპეტენტურ პირებს, როგორ უნდა განიკურნონ ასეთი აკვიატებული დამოკიდებულებებისგან.

უკვე კომიკური სიტუაციაა. ან რისთვის შეიქმნა ეს ბლოკი, ან რისთვის დაიშალნენ. ცოტა არასერიოზულია ეს ყველაფერი და იუმორისტულ ჟანრში შეიძლება  გადავიტანოთ. მათ თავიანთი შიდა სამზარეულო აქვთ და უკეთ იციან, უბრალოდ არასერიოზულია ის,რაც ხდება. ამომრჩეველი გადაწყვეტს რამდენად სტაბილურ ბლოკად თუ გაერთიანებად  ჩათვლის მათ. ვინ ვის გაეყარა, ვინ რატო გაეყარა ნაკლებად საინტერესოა. ფაქტია,რომ ეს მაინც სატელიტური გაერთიანება იყო მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის. პაატა ბურჭულაძე მარიონეტია და როგორც ჩანს დავალებებს კარგადაც ვერ ასრულებს“.

მანანა ღოღობერიძე

 

(Visited 13 times, 1 visits today)

კომენტარები