downloadსაქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი  ნიკოლოზ ანთიძე სოფელ კუმურდოში, ძეგლზე დაწყებული პირველი ეტაპის  სამუშაოებს მოინახულებენ. ღონისძიებას სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულ-გუბერნატორი აკაკი მაჭუტიძე დაესწრება.

კუმურდოს ტაძარი მე-10 საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელიც ახალქალაქში, სოფელ კუმურდოში მდებარეობს. ძეგლზე მასშტაბური აღდგენითი სამუშაოები საბჭოთა პერიოდის მერე აღარ ჩატარებულა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ, ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით, დაგეგმილია ტაძრის სრულად აღდგენა. დაწყებულია პირველი ეტაპის სამუშაოები.  აღსადგენია გუმბათი, რომელზეც რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდნენ ცნობილი არქიტექტორები. დღეისათვის არქეოლოგიური და გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარეობს საძირკვლის გამაგრება.

ტაძრის კედლებზე შემორჩენილი წარწერებიდან ირკვევა, რომ აფხაზთა მეფის – ლეონის დროს, 964 წ-ს, იოანე ეპისკოპოსის (კუმურდოელის) თაოსნობით, ქართველ ხუროთმოძღვარ საკოცარს დაუწყია ტაძრის მშენებლობა. ტაძარი კულტურულ -საგანმანათლებლო კერაც იყო. ამჟამად, კუმურდოს ტაძარში ჩამოქცეულია გუმბათი და კამარების დიდი ნაწილი, დანგრეულია და შემდეგ დამახინჯებულად არის აღდგენილი მთელი დასავლეთი მხარე.

(Visited 67 times, 1 visits today)

კომენტარები