%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%90-%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%ad%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a

სოციალურ ქსელში აქტიურად საუბრობენ ანიტა რაჭველიშვილის ქველმოქმედებაზე, რომლის დახმარებითაც 16 წლის ნიჭიერ მუსიკოსს იტალიაში საფორტეპიანო კონკურსზე წასვლის საშუალება მიეცა. ყველაფერი კი მარიკა ბაკურაძის პოსტიდან დაიწყო:

მარიკა ბაკურაძე:
დღეს, მერიამ უარი უთხრა უმამო და სოც.დაუცველ ბავშვს, დაეფინანსებინა სულ რაღაც 700 დოლარით და გაეშვა იტალიაში, საფორტეპიანო კონკურსზე. მაშინ როცა: ბავშვი არის არაერთგზის ლაურეატი, საკუთარ მუსიკალურ სკოლაში წარმატებით და შედეგებით არის #1, მთელი ზაფხული მეცადინეობაში გაატარა – ამ კონკურსის მოლოდინში, საკუთარი და ახლობლების ფულით იყიდა იტალიის ბილეთები და ეს 700 დოლარი მხოლოდ საცხოვრებელი თანხა იყო – ამას უკვე მისი მარტოხელა დედა ვეღარ გაწვდა. ამდენ ხნიანი მოლოდინი და საბუთების შეგროვება ერთ დღეში წყალში ჩაუყარეს 16 წლის ბავშვს.
ხვალ უკვე კონკურსზე რეგისტრაციის ვადა იწურება.

ამ პოსტის შემდეგ მარიკა ბაკურაძემ მორიგი პოსტი გამოაქვეყნა:
„სრულიად წარმოუდგენელი რამ მოხდა – ჩემი სტატუსი დაუფინანსებელი ბავშვის თაობაზე გააზიარა Svi Jangulashvili -მა და ამ გაზიარებულს უცებ ანიტა რაჭველიშვილმა მიაწერა – დაარეგისტრირეთ ბავშვი, მე ვაძლევ სრულ თანხასო. 2 წინადადებაში დაატრიალა ამ ადამიანმა საოცრება.

მართლა შოკში ვარ, ბავშვმა ჯერ არაფერი იცის, დილით დახვდება ეს სიურპრიზი.
მე Anita Rachvelishvili-ს არ ვიცნობდი, არანაირი შეხება მასთან არ მქონია და ახლა უბრალოდ არ ვიცი რანაირად უნდა ვუთხრა მადლობა ამ გამაოგნებელი საქციელისთვის !!!!!!
ანიტა რაჭველიშვილი: „დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის! მე გამოვლილი მაქვს ეგ ყველაფერი და ამიტომ ვიცი რას ნიშნავს მსგავს საშინელ სიტუაციაში ყოფნა! ნეტა მეც თავის დროზე დამხმარებოდა ვინმე!

მადლობა და წარმატებები დეას!”

ნატალია ჯალაღონია

(Visited 13 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*