სასჯელაღსრულებასასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო  2016 წელს  პირველად დასახელდა 100 %-ით გამჭვირვალე საჯარო უწყებად.  სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილს,  როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე საჯარო უწყების ხელმძღვანელს,  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI-ის) სპეციალური ჯილდო –  „2016 წლის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის“ გადაეცა.

„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო პირველად დაჯილდოვდა, როგორც 100 %-ით გამჭვირვალე უწყება.  ასევე, სამინისტროსთან  ერთად დაჯილდოვდა ჩვენი   ორი დანაყოფი – პრობაციის ეროვნული სააგენტო და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი. ჩვენ მუდმივად მზად ვართ გამჭვირვალე საქმიანობისთვის.  საზოგადოებამ უნდა მიიღოს პასუხები იმ კითხვებზე, რომელიც გააჩნია,“_ განაცხადა კახა კახიშვილმა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თავმჯდომარის, გიორგი კლდიაშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ისე როგორც მისდამი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები 2016 წელს გამოირჩევიან  100%-იანი  მაჩვენებლით.

„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ  სრულყოფილად და ვადის დაცვით გასცა პასუხი ყველა შეკითხვას. მისასალმებელია ის 100%-იანი მაჩვენებელი, რაც აქვს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და მისდამი დაქვემდებარებულ სსიპ-ებს.  ამიტომაც, სამინისტრო პირველად დაჯილდოვდა  IDFI-ის მიერ,“ _  განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მუდმივად მუშაობს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სისტემის დახვეწაზე. ღია მმართველობის კონცეფციიდან გამომდინარე,   სამინისტრო გამჭვირვალობის პრინციპებს იცავს და  აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან.  ასევე, აქტიურად  იყენებს  საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით ჩატარებულ კვლევებსა თუ რეკომენდაციებს პრაქტიკაში.

 

(Visited 21 times, 1 visits today)

კომენტარები