შიმონ პერესიისრაელის ყოფილი პრეზიდენტი შიმონ პერესი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი თელავივის საავადმყოფოში ორი კვირის წინ ინსულტის დიაგნოზით დააწვინეს.
ისრაელის ყოფილმა პრეზიდენტმა სიცოცხლის ბოლო წუთები ოჯახის წევრებთან ერთად გაატარა.

შიმონ პერესს ორჯერ ეკავა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი, 2007 წლიდან 2014 წლამდე კი ისრაელის პრეზიდენტი იყო.

1994 წელს მან პალესტინელებთან სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოების გამო ნობელის პრემია მიიღო.

(Visited 24 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*