%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%94-%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%99%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%98

უფლებადამცველმა და ყოფილმა პატიმარმა – ალექსანდრე ახალკაცმა გუშინ პოსტი გამოაქვეყნა:

,,ხვალ, 11:00 საათზე, მთავარ პროკურატურაში პროკურორებს ჩენებას მივცემ მიხეილ სააკაშვილისა და მისი მინისტრების მიერ, სად-ის მე-8, მე-17 და მე-19 დაწესებულებების მაღალჩინოსნების მიერ ჩემ მიმართ განხორციელებული სისტემური დანაშაულის შესახებ. ასევე სხვების მიმართ განხორციელებული ძალადობრივი და მორალურ-ფსიქოლოგიური ზეწოლების შესახებ. ადამიანთა მიზანმიმართული მოკვლების, ცემაში შემოკვდომების და ტუბერკულიოზით ძალით დაავადებების შესახებ.
პ.ს. გაგიკვირდებათ და სანდრა რულოვსის წინააღმდეგაც სერიოზული ბრალდებები მაქვს, თუ როგორ მონაწილეობდა ის ერთ-ერთ დიდ ,,სქემაში” რომლის შეადეგადც ასეულობით პატიმარი მოკლეს…”

,,თბილისი თაიმსი” ალექსანდრე ახალკაცს დაუკავშირდა. როგორც აღმოჩნდა, დღეს პროკურატურაში ჩვენების მიცემა არ შედგა, თუმცა, უფლებადამცველმა ჩვენთან  სანდრა რულოვსისადმი წაყენებულ ბრალდებებზე ისაუბრა:

,,ჩემი ჩვენების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი სანდრა რულოვსის დანაშაულებრივ სქემას შეეხება, საუბარია  საპატიმრო დაწესებულებებში ტუბერკულოზით დაავადებულთა  ,,მკურნალობის” კორუფციულ სქემაზე. როგორც მოგეხსენებათ, ყოფილი პირველი ლედი 2012 წლამდე ,,წითელ ჯვარს” კურირებდა საპატიმრო დაწესებულბებეში და წამლების შემოტანას უზრუნველყოფდა,

,,ევროკავშირი” სერიოზულ თანხას რიცხავდა ტუბერკულოზით დაავადებულთა სამკურნალოდ, რულოვსი და მისი სქემის მონაწილეები კი შესაბამისი მედიკამენტების ნაცვლად, ძალიან დაბალი ხარისხის წამლებს ყიდულობდნენ, ისეთებს, აფრიკის ქვეყნებში 60-70-იანი წლების მერეც რომ არ იყენებდნენ ალბათ. ამ წამლებს ისინი კაპიკებში ყიდულობდნენ. შემდეგ, ეტაპობრივად, პატიმრებს ანტიბიოტიკების მიღებას უწყვეტდნენ, რომ უფრო მძიმედ დაავადებულიყვნენ ანუ ქრონიკული ტუბერკულოზით და სვამდნენ სხვა პროგრმაში ,,დოცი +-ში”. ამ პროგრამისთვის კი კიდევ უფრო დიდი თანხა იყო გამოყოფილი, თუმცა, პატიმრებს იგივე მედიკამენტებს აძლევდნენ, რასაც წინა პროგრამაში და დიდ თანხას  იჯიბავდნენ. ალბათ გამოძიება დაადგენს, თუ რაში იყენებდნენ ამ თანხას.”

ახალკაცის თქმით,  პატიმრები, რომლებიც ტუბერკულოზის მძიმე ფორმებში გარდაიცვლებოდნენ, ხუდადოვზე  საავადმყოფოში გადაჰყავდათ და ისე აფორმებდნენ, როგორც გარეთ გარდაცვლილებს.

უფლებადამცველი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ასეთ ადამიანებს პირადად უამრავს იცნობდა, მათ შორის, მაგალითად 21 წლის  ლევან იაკობიძე მოჰყავს.

,,ლევანი ქრონიკული ტუბერკულოზით დააავადეს და ელემენტარული – ანტიბიოტიკებსაც კი არ აძლევდნენ,”- ამბობს ალექსანდრე ახალკაცი.

პროკურატურაში ჩვენების მიცემა ხვალ შედგება.

 

ნატალია ჯალაღონია

(Visited 12 times, 2 visits today)

კომენტარები