სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლის 25 აგვისტოს, სასჯელაღსრულების N6 დაწესებულებაში სუიციდის შემთხვევა დაფიქსირდა. პირველადი ინფორმაციით, მსჯავრდებული გ.ჯ. რომელმაც წარსულში არაერთხელ მიმართა თვითდაზიანებას, საკანში, მექანიკური ასფიქსიით გარდაცვლილი იპოვეს.
სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლის იანვრის შემდეგ, მსჯავრდებული გ.ჯ. თვითდაზიანებების გამო, 5-ჯერ გადაყვანეს სამოქალაქო საავადმყოფოებში, სადაც მას დროული და ადეკვატური დახმარება აღმოუჩინეს. მსჯავრდებულს არაერთხელ გაეწია ფსიქიატრის კონსულტაცია, რის საფუძველზეც სათანადო მკურნალობა ჩაუტარდა. მასთან მუშაობდა ფსიქოლოგიც.
მსჯავრდებული სასჯელს 2009 წლიდან იხდიდა.
სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს.
26.08.13