ახალი სასწავლო წლის დადგომასთნ ერთად, მილიონობით მოსწავლეს უწევს დილით ადრე ადგომა. არც ისე იშვიათად გვესმის მშობლებისგან შემდეგი სახის კომენტარები: „ყოველ დილით ჩემს შვილს ადრე ადგომასა და სკოლაში წასვლაზე ვეჩხუბები, რომელიც დღითი დღე რთულდება.“

სწავლა

მაშ ასე, არიან თუ არა თინეიჯერები უბრალოდ ზარმაცები?

გთავაზობთ მინესოტას უნივერსიტეტის მეცნიერ – თანამშრომლის, კილა ვოლსტრომის ნაშრომს, აღნიშნულ საკითხზე.

„ჩვენ, დიდი ხნის განმავლობაში, ვაკვირდებოდით ბავშვებს, რომლებიც სწავლას გვიან იწყებდნენ. დაკვირვებამ კი აჩვენა, რომ დილით 8 საათზე, გაღვიძება დამოკიდებულია ადამიანთა ბიოლოგიაზე და არა ადრე ადგომასთან დამოკიდებულებაზე.

საკითხი მდგომარეობს იმაში, რომ თინეიჯერის გონება ძილის მიმართ, უფროსებსა და ბავშვებთან შედარებით, განსხვავებულ დამოკიდებულებას ავლენს. ადამიანის ბიოლოგიური განვითარების თანახმად, ძილის მექანიზმი გონებადმე არ უშვებს სიგნალებს, რომ მოზარდმა გაიღვიძოს დილის 8 საათამდე.  

რას გვიჩვენებს კვლევა?

მერი კარსკადონმა და ბრაუნის უნივერსიტეტის სხვა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მოზარდობის დროს, ადამიანის ტვინში, დაძინება/გაღვიძებისას განსაზღვრული ცვლილებები მიმდინარეობს.

მკვლევარები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ადასტურებენ შემდეგს: ადამიანების უმეტესობის გონება, გარდატეხის ასაკში, ძილის ნაკლებობას განიცდის. შედეგად, მოზარდის სხეული, დაახლოებით საღამოს 10:45 საათამდე ვერ იძინებს.

ამავდროულად, ექიმებმა კვლევისას აღმოაჩინეს, რომ პატარა ბავშვის გონება ნაკლები ძილის შემთხვევაში, უფრო მეტად არის მზად სწავლისთვის, ვიდრე – მოზარდის.

სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, თინეიჯერების გონების ბიოლოგია სწავლის ადრე დაწყებასთან წინააღმდეგობაშია, მაშინ, როდესაც პატარა ბავშვების გონება ამისთვის მზად არის.

თინეიჯერების გონების ბიოლოგია

მაშ ასე, თინეიჯერთა გონებაში, მომწიფებამდე, კონკრეტულად რა პროცესები მიმდინარეობს?

მოზარდებში, ძილის ჰორმონის – მელატონინის გამოყოფა იწყება დაახლოებით, საღამოს 10: 45საათზე და გრძელდება დილის 8 საათამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ სანამ არ დაიწყება მელატონინის გამოყოფა, მოზარდი ვერ იძინებს და არ შეუძლია გამოფხიზლება, სანამ ეს კონკრეტული ჰორმონი ორგანიზმში გამოყოფას არ შეწყვეტს.

„ძილის ეროვნული ფონდის“ თანახმად, მოზარდებს ძილზე მოთხოვნა, ღამის განმავლობაში, 8 – 10 საათი აქვთ. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ, ჯანსაღ პირობებში, მათ დილის 7 საათზე ადრე არ უნდა გაიღვიძონ.

რა ხდება ძილის ნაკლებობისას?

ძილზე დაკვირვებამ, კერძოდ თინეიჯერებში, გვაჩვენა, რომ უძილობა სერიოზულ გავლენას ახდენს ახალგაზრდთა ორგანიზმზე. თინეიჯერები, რომლებსაც ნაკლები სძინავთ – ღამის განმავლობაში 8 საათზე ნაკლები – უფრო მეტად სავარაუდოა, რომ გამოიყენებენ ნარკოტიკს, სიგარეტსა და ალკოჰოლს.

უძილობის დროს, თინეიჯერებში დეპრესიის დონე მნიშვნელოვნად იცვლება. მწუხარებისა და უიმედობის განცდა 19%-დან, თითქმის 52-%-მდე იზრდება იმ თინეიჯერებში, რომელთაც ღამით 4 ან უფორ ნაკლები საათი სძინავთ.

რა ცვლილებებს მოგვიტანს სწავლის შედარებით გვიან დაწყება?

სკოლების მონაცემები, რომლებიც გვიან სწავლებაზე გადავიდნენ, იმედისმომცემია. არა მარტო შემცირდა მოზარდების მიერ ნარკოტიკების, სიგარეტისა და ალკოჰოლის მოხმარება, არამედ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მათი აკადემიური მოსწრება.

ამ ეტაპზე, ამერიკის მასშტაბით, დაახლოებით 44 შტატში, სკოლებმა თავიანთი განრიგი შეცვალეს. „ძილის ეროვნული ფონდის“ მონაცემების მიხედვით, 2007 წლიდან მოყოლებული, დაახლოებით 250 უმაღლესი სკოლა გადავიდა სწავლების გვიან დაწყების რეჟიმზე.

ამას გარდა, ჯანმრთელობის ძირითადი ორგანიზაციები, 2014 წლიდან, რეკომედაციას უწევენ სწავლების გვიან დაწყების რეჟიმს და ატარებენ შესაბამის პოლიტიკას. სხვადასხვა სკოლებმა ამერიკაში, როგორიცაა, პოლიციის აკადემია, სამედიცინო ასოციაციები, და ა.შ. მხარი დაუჭირეს სწავლების გვიან დაწყებას და შესაბამისი მოწოდებებით გამოვიდნენ.

გამოწვევები და სარგებელი.

თუმცა, არსებობს მრავალი სკოლა და ორგანიზაცია, რომელიც მხარს არ უჭერს და ეწინააღმდეგება სწავლის გვიან დაწყებას. ამის სხვადასხვა მიზეზი არსებობს.

სატრანსპორტო მარშრუტის შეცვლა და მსგავსი საკითხები ყოველთვის საგნების სათავეში ექცევა, როდესაც სწავლის გვაინ დაწყების უარყოფითი ფაქტორები განიხილება. ამასთნავე, სკოლების უმეტესობა შეშფოთებას გამოთქვამს სკოლის შემდეგ აქტივობებისთვის – სპორტი, ხელოვნება და ა.შ  დროის ნაკლებობაზე.

ასეთი შეხედულებები გავლენას ახდენს, თუმცა, ამ პრობლემების გადაჭრის გზები უნდა არსებობდეს. თუმცა, ბოლოს საზოგადოებას, რომელსაც სურს თავიანთი ბავშვების მაქსიმალური განვითარება, ასეთი პრობლემები უნდა გადაჭრას.  ჩვენ ვნახეთ იმ სკოლების დადებითი შედეგები, რომლებმაც ჩარჩოების გარეთ დაიწყეს ფიქრი და მოქმედება. მაგალითად, სკოლებში შერეული ასაკის მოსწავლეების მიღება, კოორდინირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტები და ა.შ.

და ბოლოს, ჩვენი შვილების განვითარებული, ჯანსაღი ხვალინდელი დღე დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გადაწყვეტილებებს მივიღებთ დღეს.“

წყარო: weforum.org

მარიამ ტაკაშვილი

მარიამი

(Visited 95 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*