kvirikashviliმინდა მოვუწოდო ყველა ახალგაზრდას, ვინც პროფესიის არჩევაზე ფიქრობს, ყურადღებამიაქციოს პროფესიული განათლების ახალ, სრულიად განსხვავებულ შესაძლებლობებს და გაითვალისწინოს ის, რომ ეს არის პირდაპირი გზა დასაქმებისკენ,–განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით,  3ოქტომბრიდან, ახალი მოდელით–დუალური განვითარების სისტემით,  იწყება რეგისტრაციაპროფესიულ სასწავლებლებში 150-ზე მეტ განახლებულ, მათ შორის 50 ახალ, დუალურ,პროფესიულ პროგრამაზე, რაც დასაქმების პირდაპირ შესაძლებლობას და სწავლების ხარისხსმნიშვნელოვნად ზრდას გულისხმობს.

პრემიერ–მინისტრმა საქართველოს მოსახლეობას განათლების სისტემის განვითარების სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისი მიულოცა და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნისთვის განათლების პრიორიტეტულობა   რეალობად იქცა.

„წელს, პირველად, დაიწყება დუალური პრინციპით ბევრ პროფესიაზე: მეღვინეობა, მეხილეობა,მეცხოველეობა, ახალი დუალურ პროგრამების  განახორციელება ახალციხის, კაჭრეთის, სენაკისადა წინამძღვრიანთკარის კოლეჯებში. ეს კოლეჯები პირდაპირ მოამზადებენ და დაასაქმებენ ახალგაზრდებს. ეს არის რელსებზე დაწყენებული სისტემა, რომელიც უშუალოდ ასაქმებს ადამიანებს. გამომდინარე იქედან, რომ პროფესიული განათლება ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტულია,  ჩვენ სრულად ვაფინანსებთ სტუდენტების სწავლას პროფესიულ განათლებასსახელმწიფო სასწავლებლებში. სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის დამატებითგანსაზღვრულია ტრანსპორტირებისა და საცხოვრებლის დაფინანსება. და ყველა კოლეჯებიადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

სტუდენტებს ასევე შეეძლებათ, გაიარონ  პროფესიული ტესტირება სომხურ, აზერბაიჯანულ დარუსულ ენებზე და კოლეჯშივე, პროფესიასთან ერთად, შეისწავლონ  ქართული ენა. რამდენიმედღის წინ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაფინანსებით, საფუძველი ჩაეყარა 10 ახალიდუალური პროფესიული პროგრამის შექმნას, რომელშიც წამყვანი როლი ექნება რეალურდამსაქმებლებს. პარტნიორებისა და დამსაქმებლების სახით ჩართული არიან ისეთიორგანიზაციები, როგორიცაა: BP, საქართველოს რკინიგზა, პორტები, ღვინის კომპანიები,სახელმწიფო დაწესებულებები,“–აღნიშნა პრემიერმა.

 

(Visited 14 times, 1 visits today)

კომენტარები