kvirikaდღევანდელ მთავრობის სხდომაზე განიხილება „საპარტნიორო ფონდის“ მიერ გასაფორმებელიმ ნიშვნელოვან შეთანხმებები,  რომელთა საფუძველზეც საქართველოში ძალიან მსხვილი საინვესტიციო ფონდები შემოდიან. საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, პირველად მოხდება საპარტნიორო ფონდის მიერ ინვესტირება საერთაშორისოკონსორციუმში, რომელიც ფოკუსირებული იქნება საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე.

მთავრობის მეთაურის თქმით,  „საპარტნიორო ფონდი“  კანადური საინვესტიციო ფონდის  “გაზელ ფონდის”  (Gazelle Fund) პარტნიორი ხდება.

„Gazelle Fund-ის  კაპიტალი  საწყის ეტაპზე  27,5  მლნ    დოლარია,  ხოლო შემდგომ მისისაინვესტიციო მოცულობა  გაიზრდება 70 მლნ აშშ დოლარამდე.  მნიშვნელოვანია, რომ ფონდი არის რეგიონული ხასიათის, რომელმაც ცენტრალურ ადგილად აირჩია  საქართველო და ფონდის კაპიტალის 60% საქართველოში დაიხარჯება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ საერთაშორისო ფონდმა  Gazelle Fund–მა ფუნქციონირების ადგილად საქართველო აირჩია და მას ექნება რეგიონული დანიშნულება. ასევე, ფონდის პარტნიორები არიან ჰოლანდიის სახელმწიფოსაინვესტიციო ფონდი  DGGF და  ჰოლანდიის განვითარების ბანკი FMO,“–განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, საპარტნიორო ფონდი ასევე ახორციელებს მნიშვნელოვანპროექტს ენერგეტიკის სფეროს განვითარებისთვის, რომლის ფარგლებშიც  საქართველოშიშემოდის ცნობილი ამერიკული საინვესტიციო ჯგუფი Schulze Global Investements (USA) და ასევემრავალწლიანი გამოცდილების მქონე ევროპული საინვესტიციო ფონდები, რაც ქართულსაინვესტიციო ბაზარს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.

„Schulze Global Investements–ს აქვს საერთაშორისო მასშტაბით ოპერაციები. მათი ძირითადი ოფისი მდებარეობს სინგაპურში. ეს არის ძალიან სერიოზული საერთაშორისო საფინანსო  ფონდი, რომელიც შემოდის საქართველოში „საპარტნიორო ფონდთან“ ერთად. ისინი გეგმავენ საქართველოში  ინვესტირებას. უახლოეს მომავალში  საპარტნიორო ფონდი ასევე გეგმავსდამატებით ორი მსხვილი ინვესტორის მოზიდვას, ესენი არიან: ამერიკული ფონდი Maclellan Foundation და ცნობილი ფრანგი ინვესტორი Dominique Romano, რომლებიც ჯამურად ფონდისწინაშე აიღებენ 10,000,000 აშშ დოლარის ინვესტირების ვალდებულებას,“–აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა.

 

(Visited 71 times, 1 visits today)

კომენტარები