მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გარემოს ეროვნული სააგენტო ახალ პროექტს იწყებს – სააგენტოს სპეცილისტები ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის, წყლის, ელ.მაგნიტური გამოსხივების და ხმაურის მონიტორინგს და მათ შესაბამისობას ზღვრულად დასაშვებ ნორმებთან უკვე მოძრავი ექსპრეს-ლაბორატორიის საშუალებით განახორციელებენ.
ექპრეს-ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი თანამედროვე აპარატურით და ხელსაწყოებით. სააგენტოს სპეციალისტები თბილისის სხვადასხვა წერტილში გარემოს დაბინძურების კვლევებს ახალი ლაბორატორიის საშუალებით განახორციელებენ.
სააგენტოს სპეციალისტები მთელი დღის განმავლობაში გადაადგილდებიან და სამუშაოებს თბილისის 50-მდე წერტილში განახორციელებენ.
სპეციალისტების მიერ ჩატარებული ანალიზები და კვლევები საშუალებას მიცემს სააგენტოს, ზუსტი ინფორმაცია გააჩნდეს დაბინძურების მდგომარეობის შესახებ და მისი გამომწვევი მიზეზები განსაზღვროს.
ექსპრეს-ლაბორატორიული კვლევები მომავალში რეგიონებსაც მოიცავს.