მეჭიაურიპარტია „თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერმა თამაზ მეჭიაურმა მაჟორიტარული არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ დეპუტატმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„მე მოვხსენი ჩემი კანდიდატურა მაჟორიტარულ ოლქში და საარჩევნო კამპანიას ვაგრძელებ მხოლოდ პარტიული სიით, ასევე, მხარდაჭერას ვუცხადებ ჩვენი პარტიის მოქმედ მაჟორიტარობის კანდიდატებს,“ – წერს მეჭიაური.

ამასთან, მისი განმარტებით, მიუხედავად საგარეო კურსთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვებისა, მათი პარტია თანადგომას უცხადებს ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს და მზადაა დადგეს მის გვერდით ნებისმიერ კრიტიკულ სიტუაციაში, მათ შორის დესტაბილიზაციის მცდელობისას.

„ასევე, არ დაგავიწყდეთ 7-იანის შემოხაზვა, მათ შორის „ოცნების“ წევრებსაც“, – აღნიშნავს მეჭიაური, რომელიც კენჭისყრას დუშეთის, ყაზბეგის და თიანეთის მაჟორიტარულ ოლქში გეგმავდა.

(Visited 10 times, 1 visits today)

კომენტარები