მელია„ნაციონალური მოძრაობა“ 5 ოქტომბერს თბილისში, ვარდების მოედანზე აქციის გამართვას გაგმავს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ აქცია რეგიონულ მხარდამჭერებსაც ელოდება.

“5 ოქტომბერს,  16:00 საათზე ჩვენ ვმართავთ აქციას ვარდების მოედანზე. ეს იქნება დასკვნითი კამპანიურო შეხვედრა. უპრეცედენტოდ ხალხმრავალი აქცია გაიმართება, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ადგილი არ ჰქონია. საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ვეპატიჟებით მხარდამჭერებს. სანქციაზე განცხადება მერიაში სერგო რატიანს შეაქვს დღეს. ჩვენ უკვე 2 კვირაა, ამ აქციისთვის ვემზადებით”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

(Visited 59 times, 1 visits today)

კომენტარები