bidzina-ivanishvili_copy_copyჯურღმულში და გვირაბში არ ვაცხოვრებთ სანდრა რულოვსის მეუღლეს, კარგი, გამართული საკნები გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გორში, გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.

„ეს ბელადი, გაქცევაში მყოფი ყვარყვარე უკრაინიდან იმოძღვრება და წარღვნა სიტყვებს იყენებს. რაღაც გვირაბებს უთხრის მეუღლე. სხვათა შორის, ჩვენ არც ისე შორს ვართ უკვე ევროპიდან ამ მხრივ, სასჯელაღსრულებას მოვიყვან მაგალითად. ჯურღმულში და გვირაბში არ ვაცხოვრებთ სანდრა რულოვსის მეუღლეს, კარგი, გამართული საკნები გვაქვს. თავის დროზე სოზარ სუბარმა ააშენა, როცა მინისტრი იყო. ძალიან მძიმე და ცუდ მდგომარეობაში არიან. იციან რეიტინგები, იციან რეალობა, რაც ხდება,  იციან, რომ არავინ არაფერს არ გააყალბებს. ისიც იციან, რომ მათ არანაირი რესურსი არ აქვთ”, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, სამართალდამცავები მოწოდების სიმაღლეზე არიან, გვაქვს ძლიერი სახელმწიფო.

„ამაზე 10-ჯერ სუსტი სახელმწიფოც რომ იყოს, მათ არანაირი რესურსი არ აქვთ გარდა ასეთი მუქარისა, შეურაცხყოფებისა, რასაც ისინი ცდილობენ თავიანთ ოპონენტებზე, ხელისუფლებაზე.  ნუ გაავლებთ პარალელს, მე არ ვიყტოდი, რომ პარალელი გავავლოთ იმაზე, რამდენად ძლიერი ხელისუფლებაა, თუმცა ძლიერი ხელისუფლება და ძლიერი მთავრობაა დღეს, მაგრამ მის სიძლიერეში ნუ მოვძებნით თავშესაფარს, რომ გვიშველიან. არა, არაფერი, ისევ თუ რიყის ქვებით შემოვლენ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

(Visited 43 times, 1 visits today)

კომენტარები