კვირიკასაქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპული ფეხბურთის ასოციაციებისკავშირის (UEFA) ახალ პრეზიდენტთან, ალექსანდერ ჩეფერინთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

მხარეებმა საქართველოსა და UEFA-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.საუბარი შეეხო 2017 წელს საქართველოში გასამართ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატთანდაკავშირებულ საკითხებს და გამოითქვა იმედი, რომ საქართველო ღირსეულ მასპინძლობას გაუწევსევროპის ჩემპიონატს.

შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს მთავრობის მხრიდან გადადგმული ქმედითი ნაბიჯები ფეხბურთისგანვითარების მიმართულებით. ხაზი გაესვა ფეხბურთის განვითარების ხუთწლიანი პროგრამისმნიშვნელობას, რომელიც გრძალვადიან ეფექტზეა გათვლილი და ითვალისწინებს– პროფესიულისაფეხბურთო კლუბების ჩამოყალიბებას, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ბავშვთა ფეხბურთისგანვითარების მიზნობრივ პროექტებს. შეხვედრაზე ითქვა, რომ ერთი წლის განმავლობაში საფეხბურთოინფრასტრუქტურას დამატებით 10 მოედანი შეემატება, რომლის მშენებლობასაც,  UEFA-ს დელეგაციისვიზიტის ფარგლებში,  ჩაეყარა საფუძველი.

გიორგი კვირიკაშვილმა ალექსანდერ ჩეფერინს ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციისპრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და მას წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომსაქართველო პირველი ქვეყანაა, რომელსაც ალექსანდერ ჩეფერინი  UEFA-ს  პრეზიდენტად არჩევის შემდეგოფიციალური ვიზიტით ეწვია.

UEFA-ს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იმყოფება გენერალური მდივანი თეოდორ თეოდორიდისი.

(Visited 68 times, 1 visits today)

კომენტარები