14509433_1297929456907283_1607359809_n„შინაგან საქმეთა სამინისტროს  არ ჰყოფნის ძალა, რომ სახელმწიფო საიდუმლოებები შეინახოს. პირდაპირ დანაშაულთან გვაქვს საქმე“. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დიდი ოდენობით  გადამალული საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის ამოღების ფაქტს სამართალდამცველთა ლიგის წევრი ზვიად კუპრავა გამოეხმაურა. ამის შესახებ  მან ტელეკომპანია “მაესტროზე“, გადაცემა „ღამის კონტაქტში“ ისაუბრა.

„ძალიან მარტივი მიზეზია, თუ რატომ იყო ეს იარაღები გადამალული.  2008 წელს ჩვენ გვქონდა ძალიან მძიმე ომი რუსეთის ფედერაციასთან, მოსალოდნელი იყო  ახალი ანექსიის და ოკუპაციის შემდეგი საფრთხეც, შესაბამისად თავდაცვის სამინისტრომ და სახელმწიფომ მაშინ მიიღო ზომები, შექმნა თავდაცვითი ზღუდეები.

ვერ დავეთანხმები მოსაზრებას,რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამეს მიაგნო. მათ ჰქონდათ ეს ინფორმაცია 2012 წელსაც,როდესაც ნაციონალური მოძრაობა გადავიდა ოპოზიციაში და ხელისუფლება ჩაიბარა ქართულმა ოცნებამ. იმდროინდელმა თავდაცვის უწყებამ აბსოლუტურად ყველა ადგილი, სადაც შეიძლებოდა ყოფილიყო სტრატეგიული ზღუდეები, იარაღის სამალავები, ყველა ლოკაცია გადააბარა ახალმოსულ ხელისუფლებას.

ეს იარაღები  იქნა დამარხული იმიტომ,რომ ახალი ანექსიის შემთხვევაში საქარველოს ჰქონოდა პარტიზანული მიმართულებით ბრძოლის საშუალება.  ეს იყო უსაფრთხოების მიზნით მიღებული ზომები და სახელმწიფოს მიერ გადამალული ისევ და ისევ სახელმწიფოს დაცვისათვის,“–განაცხადა ზვიად კუპრავამ.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 245 times, 1 visits today)

კომენტარები