mRebriSviliშინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, დონორთა ყოველწლიური საკოორდინაციო შეხვედრა გახსნა.

შს მინისტრმა კონფერენციაში მონაწილე დონორი ორგანიზაციებისა და პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლებს უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების, ასევე, არსებული მიღწევების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„პირველ რიგში, მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს, განსაკუთრებით კი, აშშ-ს საელჩოსა და ევროკავშირის დელეგაციას საქართველოში, რომელთაც უდიდესი წვლილი მიუძღვით შსს-ს სხვადასხვა მიმართულების განვითარების პროცესში. მოგეხსენებათ, ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია და შსს-ში განხორციელებული რეფორმები სწორედ საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებას ისახავს მიზნად. ჩვენი მიზანია ძლიერი ინსტიტუტის ჩამოყალიბება, რომელიც ღირსეულად გაართმევს თავს თავის უმთავრეს ფუნქციებს: დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, ეფექტიანად ებრძოლოს დანაშაულს და მოახდინოს მისი პრევენცია“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

გიორგი მღებრიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შსს-ს ინსტიტუციურ განვითარებაზე, საგამოძიებო და პრევენციული მიმართულებების გაძლიერებაზე.

კონფერენციაზე შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სტუმრებს სამინისტროში განხორციელებული პროექტების შესახებ პრეზენტაცია, ასევე, შს დანაყოფების არსებული საჭიროებების ანალიზის შედეგები წარუდგინეს, რომლებიც მოკლე და საშუალო ვადიანი პრიორიტეტებისა და სხვადასხვა საერთაშორისო ვალდებულებიდან გამომდინარეობს.

კონფერენციას საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, დიპლომატიური მისიისა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
Attachments area

(Visited 7 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*