14508542_1297929453573950_118375268_n„შეიძლება ვერ მოესწრო, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გამოვრიცხავ რომ მათ ეს ყველაფერი გამოეყენებინათ საპირისპიროდ და ეთქვათ, რომ ამას „ქართული ოცნება“ აგროვებდა და შეიარაღებულ რაღაცებს ქმნიდა. აღურიცხავი არსენალი რაში ჭირდებოდათ“. ამის შესახებ უფლებადამცვლემა სოფო ხორგუანმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა „ღამის კონტაქტში“ ისაუბრა.

„კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას რომ ახსენებენ,ამაში არის ლოგიკა. „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში სწორედ იმ დროს,როდესაც სავარაუდოდ ამ იარაღის შენახვა თუ დამარხვა მოხდა. სწორედ ეს ძალა იყო მაშინ ხელისუფლებაში და ძალაუფლება, იარაღი მათ ხელში იყო.  შესაბამისად გასაკვირი არ არის,რომ  მათ მიმართ გაჩნდა კითხვები.

დავით ბაქრაძის განცხადება იყო, რომ ფიწლები აიღეთ ხელში და თოხებით, ბარებით დაიცავით თქვენი თავიო. ხელისუფლება, რომელიც ამბობდა,რომ ინფრასტრუქტურებს ქმნიდა, იცავდა ადამიანის უფლებებს, აღმოჩნდა რომ სრულიად მოუმზადებელი იყო. არც სამოქალაქო თავდაცვამ იმუშავა. აღმოჩნდა, რომ საერთოდ არაფრისთვის მზად არ ვყოფილვართ და ომის შემდეგ გადაწყვიტეს ალაგ –ალაგ დაემარხათ რაღაცა იარაღი. კიდევ უფრო მძიმედ ყოფილა საქმე.

მადლობა შინაგან საქმეთა მინისტრს. ყველაზე ნაკლებად ანგაჟირებული განცხადება მისგან მოვისმინეთ. დანარჩენი იყო პოლიტიკური სპეკულაციები.  გვახსოვს,რომ 2007 წელს რეზინის ტყვიები აღმოჩნდა არსენალში და თითქოს კანონით ჰქონდათ შეძენილი. არსად ეწერა როდის შეიძლებოდა მათი გამოყენება.  იმ ხელისუფლებისთვის  ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა. არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ ექნებოდა, ისე აღმოჩნდებოდა რაღაც იარაღი არსენალში. იმ ხელისუფლების პირობებში მმართველობა იყო ასეთი. ფიქრობდენ  რაც მინდა, როცა მინდა, სადღაც გამომადგება,“–განაცხადა სოფო ხორგუანმა.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 9 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*