საქართველოში რომის პაპის, ფრანცისკე პირველის ვიზიტი დაიწყო.
ფრანცისკე პირველს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უსმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მეუღლესთან ერთად, დედდაქალაქის მერი დავით ნარმანია, კათოლიკური კონფესიის წარმომადგენლები.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში პონტიფიკოსი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, ასურულ-ქალდეური საზოგადოებისა და კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებს, დიპლომატიურ კორპუსს, ასევე კათოლიკური საქველმოქმედო ორგანიზაციების თანამშრომლებს შეხვდება.
1 ოქტომბერს რომის პაპი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მესას აღავლენს, მოგვიანებით კი, მცხეთაში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს მოინახულებს.
რომის პაპი საქართველოს პრეზიდენტისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოწვევით ჩამოდის.
2 ოქტომბერს ფრანციკე პირველი თბილისიდან ბაქოში გაემგზავრება, ივნისის ბოლოს პონტიფიკოსი სამდღიანი ვიზიტით სომხეთშიც იმყოფებოდა.