„ამ შემადგენლობას მოუწია მნიშვნელოვან კონსტიტუციურ სტანდარტებთან შეხება. პირადი ცხოვრების ჩაურევლობა, სატელეფონო მოსმენები, ინტერნეტში ჩაურევლობა და ასე შემდეგ. შემცვლელებს ვუტოვებთ საკმაოდ მაღლა აწეულ თამასას“. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ათწლიანი უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. განვლილი ათწლიანი გამოცდილების შესახებ გიორგი პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
„მნიშვნელოვანი იყო 2007, 2009 წლები და ასევე წლევანდელი ძალიან ცნობილი ე.წ ორ გასაღებთან დაკავშირებული კანონპროექტი. როდესაც გაუქმდა შესაძლებლობა,რომ საგამოძიებო უწყებაში ყოფილიყო ერთად მოქცეული მოსასმენი აპარატურა.
ჯერ–ჯერობით გამოძიების შედეგები არ გვაქვს. მიუხედავად იმისა,როგორ სკეპტიკურადაც არ უნდა ვიყოთ განწყობილი, იმ პერიოდში როცა პოლიტიკურ ლიდერებს შევხვდი, ყველა ხელს იშვერდა პროკურატურისკენ. წინასაარჩევნო პერიოდი იყო და პარლამენტი ვერ შექმნიდა საგამოძიებო კომისიას,რომელიც უფრო ობიექტურად და მაღალი ხარისხით იქნებოდა აღქმული საზოგადოების, მათ შორის მოსამართლეების მხრიდან. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და მერე გავაკეთებ შეფასებებს. ვაი და ისეთი შედეგებია,რომ ყველამ ტაში დავუკრათ და აღვფრთოვანდეთ. ამ განცხადებამ თავისი როლი მაინც ითამაშა. შესაძლებელი იყო კიდევ მეტი ზეწოლა განხორციელებულიყო. ჩემი ინფორმაციით ამან პრევენციული როლი ითამაშა,რომ შემდეგ გაცილებით ნაკლებ ზეწოლას ჰქონდა ადგილი.
განსაკუთრებით 2014–2015 წლებში ისეთი საქმეები შემოდიოდა განსახილველად,სადაც პოლიტიკური პროცესები იყო ჩართული. ბუნებრივია ეს ამ საქმეებს მეტად ხმაურიანს ხდიდა და ბუნებრივია რომელიმე მხარე, ხშირ შემთხვევაში ხელისუფლების, დიდად კმაყოფილი არ იყო. ამიტომ სხვადასხვა არაკორექტულ შეფასებებს აკეთებდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ, ზოგი დაძინებულს ეძახდა. ეს მათ უცოდინრიბას აჩვენებდა. თუმცა ზოგიერთი იურისტია და უტიფრად აცხადებს ისეთ რამეს, რაც წესით მისთვის ცნობილი და გასაგები უნდა იყოს.
მე თავმჯდომარედ დავინიშნე 2006 წელს. დღევანდელი პოლიტიკური ელიტის 90% 2006 წლამდე აფილირებული იყო წინა ხელისუფლებასთან, სხვადასხვა პოზიციები ეკავათ. სააკაშვილთან,როგორც ინსტიტუციის ხელმძღვანელთან მქონდა იშვიათი ურთიერთობა. ისიც ძირითადად უკავშირდებოდა ბათუმის ინფრასრუქტურულ განვითარებას,“–აღნიშნა გიორგი პაპუაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე