„სხვაობა ჩვენსა და მეორე ადგილას მყოფ პარტიას შორის არის დაახლოებით სამმაგი და შესაბამისად ამ არჩევნებში დაახლოებით სამჯერ გავუსწრებთ. ჩვენ გვაქვს პროგრამა მინიმუმი და ეს არის ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა, ნახევარზე მეტის მოპოვება“-ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ზე, გადაცემა „შაბათის კურიერის“ ეთერში ისაუბრა.
„ბოლო დღეებში ხშირად გვიწევდა თქმა,რომ აჭრილები არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და კვლევის შედეგებიც ამაზე მეტყველებს. ისინი ძალიან მძიმედ აგებენ არჩევნებს, ეშლებათ რევოლუციური სცენარიც, ეშლებათ პარტია და ამ ყველაფრის გამოძახილია ეს შდეგები. კვლევის საველე სამუშაოებს ატარებდა კომპანია,რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“. „რუსთავი-2“-ის გენერალური დირექტორი არის ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ყოფილი სახე. ეს ყველაფერი მიუთითებს კვლევის სუბიექტურობაზე.
რეალურად რუსთავი-2“-ზე გაყალბდა ბიძინა ივანიშვილის სიტყვები, შემდეგ დადიოდნენ ჟურნალისტები და სათითაოდ ცდილობდნენ შეცდომაში შევეყვანეთ. რეალურად იყო დამონტაჟებული მასალა. მან თქვა,რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს დაახლეობით 200 ათასი ამომრჩეველი, 30 % კი სრულიად სხვა კონტექსტში, გადაუწყვეეტელ ამომრჩევლებზე იყო ნათქვამი. სინამდვილის დადგენა მარტივად შეიძლება დაუმონტაჟებელი მასალით. 200 ათასი ამომრჩეველი პროცენტებში რომ გადავიყვანოთ, არის მაქსიმუმ 15 %, ეს არის რეალობა. ჩვენ კი გვაქვს რესურსი მოვიპოვოთ მომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტი. ეს ყველამ იცის, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებს იგებს დამაჯერებლად. ამომრჩეველი საკადრის პასუხს გასცემს „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველა იმ დანაშაულისთვის, რაც ჩაიდინეს ცხრა წის განმავლობაში.
ვისურვებდი მომავალ პარლამენტში იყოს ოთხი-ხუთი პარტია, ეს მნიშვნელოვანია მომავალი დემოკრატიული განვითარებისთვის. ჩვენ რომ მოვკლათ სანდრო გირგვლიანი, ბუნებრივია ერთ დღეში დაეცემა ჩვენი რეიტინგი და ჩამოვა „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგის დაბლა. ეს არ მოხდება არც რამდენიმე დღეში და არც მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ამიტომ თეორიულ ვარიანტებზე ვერ ვისაუბრებთ“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მანანა ღოღობერიძე