საქართველოში როცა დავბრუნდები, ყველა კითხვას გავცემ პასუხს, – ასე უპასუხა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლადო ხინჩეგაშვილმა 2030.news-ის კითხვას, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან ერთად გამოჩენის შემდეგ, სოციალურ ქსელში არაერთგვაროვან გამოხმაურებებს ეხებოდა.
“ახლა ვარ კიევში და ვისვენებ, არ მსურს ამ თემაზე საუბარი. საქართველოში როცა დავბრუნდები, ყველა კითხვას გავცემ პასუხს”,-აღნიშნა ლადო ხინჩეგაშვილმა.
გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოლიმპიური ჩემპიონი ფრანგმა მეღვინემ რთველში მიიწვია, იქ იყო საქართველოს ყოფილი პრეზიდეტიც და იგი პიარისთვის გამოიყენა.
“კაცი მეუბნება, გვერდზე დამიდექი, გადავიღოთო და ხომ არ ვეტყოდი, არ დაგიგდებიმეთქი”,-აღნიშნა ლადო ხინჩეგაშვილმა.
წყარო: 2030 news