დღეს, 19:30 საათზე, ოპერისა და ბალეტის თეატრში საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი, წარმოგიდგენთ გია ყანჩელის ნაწარმოების „Al Niente სიმფონიური ორკესტრისათვის“ პირველ შესრულებას საქართველოში.
ღონისძიებაში მონაწილეობს ანტვერპენის სამეფო კონსერვატორიის სტუდენტი, მევიოლინე – ლეონ ბლეხი; დირიჟორი – ნიკოლაი ალექსეევი (პეტერბურგის ფილარმონიული ორკესტრის დირიჟორი);
კონცერტზე შესრულდება კარლ მარია ვებერის ოვერტიურა „ობერონი“ და მაქს ბრუხის კონცერტი ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის
ღონისძიების მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ხელოვანთა კავშირი „კონცეპტ არტი“ და კომპანია “ბადაგონი”.
საინფორმაციო მხარდამჭერები: სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2, რადიო ჰოლდინგი ფორტუნა, მედია ჰოლდინგი პალიტრა და საინფორმაციო ცენტრი 118 08