გორში, სპორტის სასახლის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდება. კაფსულას შენობისსაძირკველში ჩაუშვებენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშილი და მუნიციპალიტეტისხელმძღვანელები. სპორტის სასახლეს კანადური კომპანია “ბეჰლემ ინდუსტრი” ააშენებს.
გორში ორდარბაზიანი მულტიფუნქციურისპორტული კომპლექსი აშენდება, რომელიც სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის იქნება განკუთვნილი და ხელს შეუწყობს, რეგიონშიპროფესიული და მასობრივი სპორტის განვითარებას. სასახლის დიდი დარბაზი 1 500, ხოლო პატარა დარბაზი 500 სტუმარზეაგათვლილი. პროექტი „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის” ფარგლებშიხორციელდება და 2016-2017 წლებში საქართველოში სამი მულტიფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობას ითვალისწინებს.
პირველ ეტაპზე სპორტის სასახლეები აშენდება თელავში, ბათუმსა და გორში. პროექტის პირველი ეტაპის ღირებულებაა 33 850 000აშშ დოლარი, ხოლო სრული პროგრამის ღირებულება მეორე ეტაპის ჩათვლით 54 350 000 დოლარს შეადგენს. სამშენებლოსამუშაოებს კანადური კომპანია „ბეჰლენ ინდუსტრი” გაუძღვება. სამი სპორტული ობიექტის მშენებლობა 2016 წლის ოქტომბერშიდაიწყება და 2017 წლის ზაფხულში დასრულდება.