ყველა უბანზე გვყავს დამკვირვებლები, კომისიის წევრები და ადამიანები, ვინც მზად არიან იბრძოლონ ბოლომდე იმისთვის, რომ არჩევნები იყოს მშვიდობიანი, ღირსეული და ქართველი ხალხის ნება არ გაყალბდეს, – ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
ბაქრაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოქალაქეები არ დაიზარებენ და არჩევნებზე ხმის მისაცემად აუცილებლად წავლენ.
”მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობა ჩვენ ყველა ერთად ვეტყვით უარს უნიათობას, ტყუილს, დაპირისპირებას და ყველა ერთად ავირჩევთ ღირსეულ, დამშვიდებულ, წინ მიმავალ საქართველოს. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს გვექნება მშვიდობიანი და ღირსეული არჩევნები, ისეთი, როგორიც ჩვენს ქვეყანას ეკადრება. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე არ დაიზარებს მოსვლას, ხმის მიცემას და არ დაიზარებს იმას, რომ წვლილი შეიტანოს მისი ქვეყნის და მისი ოჯახის უკეთეს წვლილის შეტანაში”, – განაცხადა ბაქრაძემ.
ბაქრაძემ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.