„აშურა“-შიიტების სამგლოვიარო დღე მუსლიმური კალენდრის მიხედვით მუჰარამის თვის მეათე დღეს აღინიშნება. ამ დღეს გარდაიცვალა იმამი ჰუსეინი. აშურა სწორედ მისდამი მიძღვნილი გლოვის დღეა, როდესაც მისი მოწამეობრივი ღვაწლის გახსენება ხდება.
ისლამურ კალენდარში მუჰარამი პირველი თვეა. მუჰარამი იმ 4 წმინდა თვეს შორისაა, რომელთა დროსაც ომი აკრძალულია. გამომდინარე იქიდან, რომ მუსლიმები მთვარის კალენდარს იყენებენ, მუჰარამის პერიოდი გრეგორიანული აღრიცხვის მიხედვით სხვადასხვა დროს უწევს. მუჰარამი წარმოდგება არაბული სიტყვიდან რაც აკრძალულს ნიშნავს.
ჰუსეინი მესამე იმამის, ალის ვაჟი, წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილი იყო, რომელიც VII საუკუნეში ერაყში დაიღუპა. იგი ქარბალას ბრძოლის დროს მოკლეს პოლიტიკურმა მტრებმა 72 მოკავშირესთან ერთად.
ეს სამგლოვიარო მისტერია ორი დღე გრძელდება. შიიტი მუსლიმები მას ასევე „მწუხარების დღეს“ უწოდებენ, ხოლო სუნიტ მუსლიმებში ზოგადად გადარჩენის დღეთ მოიხსენიება.
შიიტები ქარბალას მიიჩნევენ თავიანთ ერთ-ერთ წმინდა ქალაქად. აქ მდებარეობს იმამ ჰუსეინის საფლავი, რომელსაც ყოველწლიუად აშურა დღეს უამრავი მომლოცველი სტუმრობს. ტრადიციის მიხედვით მორწმუნეები ერთმანეთს უსამძიმრებენ, გლოვობენ, მკერდში მჯიღის ცემით მოთქვამენ: „შაჰსეი, ვაჰსეი!“ ანუ: შაჰიდ (მოწამე) ჰუსეინ, ვაჰ (ვაი) ჰუსეინ! შიშველი ხელით თუ ჯაჭვებით საკუთარ სხეულს ტკივილს აყენებენ და ამით სიმბოლურად იმ ტანჯვას განიცდიან, რაც იმამ ჰუსეინმა გადაიტანა.
აშურა მარტო თვითგვემა არ არის. მუსლიმები გასცემენ მოწყალებას, არიგებენ ტკბილეულს, კითხულობენ ყურანს, ევედრებიან ალლაჰს ცოდვების მიტევებას. სურვილს ჩაუთქვამენ ან ავადმყოფის განკურნებას ითხოვენ ალაჰისა და ალისაგან, ამის საანცვლოდ კი ტკივილის განიცდიან.
ეს დღე განსაკუთრებულია, გამომდინარე იქედან, რომ მუსლიმური გადმოცემების თანახმად, ამ დღეს შექმნა ალლაჰმა ადამი, ამ დღეს გადარჩნენ ებრაელები ფარაონთა ლაშქრისგან, ნოეს კიდობანი ამ დღეს გავიდა ხმელეთზე და სხვ.
სოფიკო ნინიკაშვილი