„ივანიშვილმა კარგად გამოიყენა მიხეილ სააკაშვილი,როგორც საფრთხობელა. იმისთვის რომ დაეშინებინა ამომრჩეველი და ჩვენი ამომრჩეველიც როგორც ჩანს ამით შეშფოთდა“. არჩევნების შედეგებზე, „რესპუბლიკური პარტიის“ დამარცხების მიზეზებზე და სხვა პარტიების გადაწყვეტილებებზე „რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ „რუსთავი–2“–ზე, გადაცემა „კურიერის“ ეთერში ისაუბრა.
„სამწუხაროა,რომ 2012 წელს ივანიშვილმა არჩევანი გააკეთა პრო–დასავლურ პარტიებზე,როგორიც არის „რესპუბლიკური პარტია „ და „თავისუფალი დემოკატები“, მაგამ როგორჩ ჩანს 2016 წელს მან არჩევანი უკვე „პატრიოტთა ალიანსზე“ გააკეთა. ეს ჩანდა მის რიტორიკაში. გვახსოვს მისი განცხადებაც,რომ ხედავს კარგ ოპოზიციას ირმა ინაშვილის სახით. მთელი კამპანიის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილმა გასცა დირექტივები, თუ როგორი უნდა იყოს პარლამენტი. ის იმუქრებოდა საკონსტიტუციო უმრავლესობით და ამას მიაღწია.
დამოუკიდებლობის 25 წლის მაძილზე პარლამენტს არ ჰყოლია ამ ტიპის პარტია პარლამენტში,რომელიც თავის კამპანიას სიძულვილის ენაზე ამყარებს. ეს არის ფსევდო–ოპოზიცია და ფსევდო–პატრიოტული პარტია,რომელიც ცდილობს ამომრჩევლით მანიპულირება მოახდინოს. ის გავლენას პროცესებზე ვერ მოახდენს და ამით ბედნიერი ვარ. ის იქნება მხოლოდ „ქართული ოცნების“ დანამატი.
საბოლოოდ მივიღეთ ორი ძალა,როომელიც მტრობს ერთმანეთს და ასეთივე იქნება პარლამენტიც. არ ვხედავ საშიშროებას,რომ შეიცვალოს ქვეყნი პრო–დასავლური კურსი. არც იმის საშიშროებას ვხედავ,რომ დასუსტდებიან ჩვენი ლიბერალური პრო–დასავლური ძალები როგრიც არის „თავისუფალი დემოკრატები“. მიუხედავად იმისა,რომ მათ ახლა აქვთ კრიზისი, იმედი მაქვს გაძლიერდებიან. სახიფათო არის ის,რომ პარლამენტში იქნება არა მსჯელობა, არამედ მტრობაზე დაფუძნებული დაპირისპირება. იმედი მაქვს,რომ „ნაციონალები“ შევლენ პარლამენტში, გათავისუფლდებიან საკუთარი ბელადისგან. „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო ადრე გათავისუფლდება საკუთარი ბელადისგან, ვიდრე „ქართული ოცნება“.
ჩვენ ვაგრძელებთ სვლას პარტიის მიერ დიდი ხნის წინ არჩეულ გზაზე. ეს არის გზა გათავისუფლებისკენ,რომელიც არის გრძელი და სახიფათო. მას ახლავს წარმატებებიც და წარუმატებლობებიც. კვლავ ვიდგებით ჩვენს მერ არჩეული პრინციპების სადარაჯოზე. არ დავუშვებთ ისეთ მანიპულაციებს,რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ არჩევნებზე. ვიბრძოლებთ,რომ სიძულვილის ენაზე დამყარებული კამპანიით მოპოვებული გამარჯვება არ იყოს ამ ქვეყნის გზა. მოგვიწევს მსჯელობა პარტიაში, თუ რომელი კომპრომისები და რა გადაწყვეტილებები არ გვაპატია ჩვენმა ამომრჩეველმა. კოალიციში ყოფნის ოთხი წელი იყო ძალიან რთული პერიოდი, ბევრი კომპრომისის წელი და ამით შესაძლოა ჩვენი ამომრჩეველი გავანაწყენეთ.
ცოტანი ვართ,მაგრამ ისევ გავაგრძელებთ ფასეულობებისადმი ერთგულებას. ჩვენ დღეს ვართ ვიზალიბერალიზაციის ზღურბლთან. ბევრ წარმატებას მივაღწიეთ და მივუახლოვდით ნატო–ს. იყო ისეთი გადაწყვეტილებები,რგორიც არის თვითმმართველობის რეფორმა, ანტიდისკრიმინაციული კანონი. ამ ყველაფერში „რესპუბლიკელების“ წვლილი მნიშვნელოვანია. ეს არ ნიშნავს,რიმ გავჩერდებით. არ ნიშნავს,რომ დავმარცხდით. ჩვენი გუნდიდან არავინ წასულა, ლიდერები ვართ ისევ ერთად,“–განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
მანანა ღოღობერიძე