downloadპარტია ”თავისუფალი დემოკრატები” კიდევ რამდენიმე წევრმა დატოვა. პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ პარტიიდან ამჯერად ვიქტორ დოლიძე, გია ცაგარეიშვილი, ზურაბ აბაშიძე და დავით ონოფრიშვილი მიდიან.

შესაბამისი განცხადებები აღნიშნულმა ოთხეულმა თავად გააკეთეს.

ცნობისთვის, პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ორი დღის წინ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. პარტია დატოვა ასევე ალექსი პეტრიაშვილმა.

(Visited 112 times, 1 visits today)

კომენტარები