ინიანი გოგა„უპასუხიმსგებლობა და უტიფრობა არის ბიძინა ივანიშვილის გაქუცული თოჯინისგან, ანუ ირაკლი კობახიძისგან. ვინც დარბევებში იღებდა მონაწილეობას ყველა ჰყავთ დაწინაურებული და ყველა ჰყავთ მათ გვერდით“. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ონიანმა „ტვ–პირველზე“, გადაცემა „ინგა გრიგოლიას დღის ამბების“ ეთერში ისაუბრა.

„ესენი არან ადამიანები, რომლებმაც მოაწყვეს კორცხელი, ჯიხაშკარი, ვაზისუბანი და აგრძელებენ ამ სახის ქმედებებს. ეს ყველაფერი გასულია ძალიან შორს ლეგალური რეჟიმისგან. არსებობს კონკრეტული კადრები, გაუშვან ისინი და ანახონ საზოგადოებას. შემდეგ დავსხდეთ და ვიმსჯელოთ თუ რაში აწყობდათ ეს ყველაფერი.

კეკლუცობას უნდა მოვრჩეთ. იქ, სადაც ეს ფაქტი მოხდა იყო კამერები. ამ კამერების ჩანაწერები  შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამოიღო. შესაბამისად მათგან ვიცით, რომ თავდამსხმელები იდენტიფიცირებულები არიან. მოვითხოვ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეორე ტურამდე გაასაჯაროვოს  ეს კადრები და  საზოგადოება მარტივად გააანალიზებს ვინ იტყუება, ირაკლი აბუსერიძე და „ქართული ოცნება“, თუ რაიმეს ამატებს გიორგი ონიანი და მისი შტაბი. ზუსტად ვიცი, რომ ოცდაათმა აქტივისტმა ხელკეტების გამოყენებით სცემა ჩემი ორი აქტივისტი. ზუსტად ვიცი, რომ ეს ყველაფერი ასახულია კამერებზეც.

უნდა  მოეგონ გონს და ხელისუფლება  გაიცნობიერონ. ყველა გზას გამოვიყენებ, დაწყებული ზაზა ხატიაშვილიდან, დამთავრებული ამერიკის დემოკრატიულ ინსტიტუტამდე. მარტო, პირადად რომ მიმიწიოს მისვლა, მივალ ყველგან და დავამტკიცებ, რომ ეს არის კრიმინალური ჯგუფი, რომელმაც განახორციელა გუშინდელი ფაქტი. თუ კი ოდნავ მაინც მართლები არიან, თუ ჩემმა აქტივისტებმა მართლა მიაყენეს შურაცხყოფა, კეთილი ინებონ და ეს კადრები დადონ.

არანაირი გაბრაზებული ადამიანების ხმებზე დამოკიდებული არ  ვართ. მე ხმა უნდა მომცეს იმ ადამიანებმა, რომლებიც ენდობიან ჩემს გამოცდილებას, კვალიფიკაციას. უნდა ჰქონდეს თუ არა კონსტიტუციური უმრაველსობა ამ გუნდს, საზოგადოება გადაწყვეტს. ისინი ვერ ითმენენ და საუბრობენ,რომ პარლამენტი უნდა ირჩევდეს პრეზიდენტს. ამ შემთხვევაში ქვეყნის ყველა დემოკრატიულ ინსტიტუტს დაემუქრება საფრთხე და ამას მოსახლეობა კარგად ხედავს“.

გიორგი ონიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადებაზე უარის თქმის გადაწყვეტიელბაც შეაფასა.

„რაც შეეხება ბოიკოტს, მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა პოზიცია,რომ ჩვენი აქტივისტებისთვის, მხარდამჭერებისთვის უნდა გვეკითხა და ისე მიგვეღო გადაწყვეტილება. მას რადიკალური პოზიცია არ ჰქონია. ყველა რეგიონში ჩატარდა შეხვედრები და საბოლოოდ ისევე, როგრც ყველა დემოკრატიულ პარტიაში, გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მივიღეთ. გაყალბება იყო იმ მასშტაბის,რომ ჩემი პირადი პოზიცია იყო   გამოგვეცხადებინა ბოიკოტი და უარი გვეთქვა მეორე ტურებზე. ვინაიდან გადაწყვეტიელბა უკვე მიღებულია, ამ ცენტრალურ გადაწყვეტილებას პარტიაში ყველა ემორჩილება. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში შევდივართ, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერს ვივიწყებთ“.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 28 times, 1 visits today)

კომენტარები