„ეს არ არის მხოლოდ „ნაციოინალური მოძრაობის“ მხარდამჭერების, ეს არის ჩვენზე გაბრაზებული ამომრჩევლის ხმებიც. მეორე ტურში ეს გაბრაზება პირიქით მათ საწინააღმდეგოდ იმუშავებს, „ნაციონალური მოძრაობა“ პირწმინდად დამარცხდება და ჩვენ გვექნება დამაჯერებელი უმრავლესობა. საარჩევნო ტექნოლოგიები დამეჯერება“. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა „ტვ–პირველზე“, გადაცემა „ინგა გრიგოლიას დღის ამბების“ ეთერში ისაუბრა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ არჩევნებში მიიღო 475 ათასი ხმა და არა ნახევარი მილიონი. ისე გადაჭარბებით საუბრობენ დაპროცენტებს იპაარვენ, გეგონება 25 ათასი ხმა ქუჩაში ყრია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩვენზე გაბრაზება გამოიყენა თავისი მიზნებისთვის. საზოგადოება დღეს ბრაზობს იმაზეც თუ როგორ მოიძებნა 475 ათასი ადამიანი, რომელმაც დახუჭა თვალი წარსულზე, წამების ფაქტებზე, ადამიანის უფლებების და ღირსების შელახვაზე, სიცოცხლის ხელყოფაზე, გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე.
ჩემ რეგიონში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხმების 9 % მიიღო. ვიღაცამ კარგად იმუშავა, ვიღაცამ ვერ გაართვა თავი მუშაობას. ეს შედეგი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ბრალი არ არის. კონკრეტული უბნები გვებარა და ზოგმა არასათანადოდ იმუშავა, ვერ მოიპოვეს ადგილობრივი საზოგადოების ნდობა.
ეს არ არის მიშას დროინდელი პარტია, მეორედ დამარცხების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ მართვა დემოკრატიულ რელსებზე გადადის და ეს მიხარია. მესამედ დამარცხების შემდეგ სულ გარიცხავენ მაგ კაცს პარტიიდან. მე მიყვარს ის ხალხი, რომლებიც დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებას და არ დადიან უცხოეთის მოქალაქის დაკრულზე.
ქვეყნის განვითარებას სჭირდება კონსტიტუციური რეფორმაც. ეს რეფორმა რა ასპექტებს შეეხება სხვა საქმეა. ქვეყნის განვითარებას სჭირდება ახალი ბიძგი. თუ ჩვენ გადავალთ სუფთა საპარლამენტო მმართველობის მოდელზე, რასაც ეს მოდელი გულისხმობს, კონსტიტუციის კლასიკას უნდა მივყვეთ. რა წესით ავირჩევთ პრეზიდენტს არ არის მთავარი საკითხი, მნიშვნელოვანია რა უფლებამოსილება ექნება. მეორეხარისხოვანზე მაშინ ვცემ პასუხს,როცა პირველხარისხოვანი გადაწყვეტილია. ნუ ავჩქარდებით, ეს სამომავლო რეფორმის თემაა,“–განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე