საგარეოამერიკელი კონგრესმენები დევიდ დუნკანი (კალიფორნია, რესპუბლიკური პარტია), და  დევიდშვაიკერტი (არიზონა, რესპუბლიკური პარტია) საქართველოს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ულოცავენ და ერთხმად აღიარებენ, რომ ეს იყო თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები, რაც დემოკრატიის გზაზე ქართველი ხალხის წინსვლას ადასტურებს.  

კონგრესმენ დევიდ დუნკანის თქმით,  2012 წლის შემდეგ, საქართველო უკვე მესამედ მართავს არჩევნებს თავისუფალ და სამართლიან გარემოში, რაც, როგორც კონგრესმენი  დევიდ შვაიკერტიაცხადებს,  „საქართველოს ძირითადი დემოკრატიული ინსტიტუტის სიცოცხლისუნარიანობასა და დემოკრატიულ პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართულობაზე მიუთითებს“ .

კონგრესმენები ასევე ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საქართველო, რომელიც რუსული აგრესიის მსხვერპლია, ამერიკის შეერთებული შტატების მეგობარი და პარტნიორია რეგიონში  და ის აშშ-ს მთავრობის მტკიცე მხარდაჭერას იმსახურებს.

(Visited 10 times, 1 visits today)

კომენტარები