,,რაღაც ორგანიზაცია ,,კაიეფსი” შემოიყვანეს,რომელიც სრულიად არაკომპეტენტური და მატყუარა ორგანიზაციაა. რომ იცოდე ,,კაიეფსი” არის ორგანიზიაცია, რომელიც ქათმის ფრთებს ყიდის მსოფლიოში,”- ეს განცხადება ტელეკომპანია ,,აჭარის” ეთერში ,,პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთ ლიდერს – დავით თარხან-მოურავს ეკუთვნის.
როგორც ჩანს, გერმანულ-ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია “GFK”, რომელმაც ამ მოწვევის საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლი ,,რუსთავი 2″-ის დაკვეთით ჩაატარა, მსოფლიოში სახელგანთქმული რესტორანი “KFC” ჰგონია.