kcirikaსაქართველოს პრემიერ–მინისტრმა შეხვედრა გამართა აშშ–ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, იან კელისთან და ევროკავშირის ელჩთან, იანოშ ჰერმანთან.  საუბარი შეეხო 2016 წლის 8 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

იან კელიმ და იანოშ ჰერმანმა გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება მოულოცეს. მათი შეფასებით, არჩევნები ღია, კონკურენტულ და კარგად ორგანიზებულგარემოში ჩატარდა, სადაც ამომრჩევლის ფუნდამენტური ღირებულებები დაცული იყო.

ამერიკის ელჩის განცხადებით, 2016 წლის  არჩევნებმა  დაადასტურა საქართველოს ერთგულებადემოკრატიული რეფორმებისადმი.  მანვე იმედი გამოთქვა, რომ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური მშვიდობიანად  ჩაივლის და ყველა პოლიტიკური ძალა იმოქმედებს საქართველოსკანონმდებლობის შესაბამისად.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათაოფისის (OSCE/ODIHR), ასევე, საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებს,  რომელთათანახმად,  საქართველოში გამჭვირვალე, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები გაიმართა.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკის ელჩს და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საპარლამენტო არჩევნების დადებითად შეფასებისთვის. მანვე აღნიშნა ევროკავშირისა და საერთაშორისო თანამეგობრობის როლი საარჩევნო პროცესისაქტიური მონიტორინგის პროცესში.

პრემიერ–მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების სრული მზაობა, უზრუნველყოს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის ჩატარება უმაღლესი დემოკრატიულისტანდარტების შესაბამისად.

 

(Visited 53 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*