ბობ დილანიამერიკელი მომღერალი ბობ დილანი ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიით დააჯილდოეს. bbc-ის ინფორმაციით, მომღერალი„ამერიკული სიმღერის წიაღში ახალი პოეტური ექსპრესიის შექმნისთვის“ დაჯილდოვდა.

ცნობისთვის: დილანის ნამდვილი სახელი და გვარი რობერტ ალენ ციმერმანია, ის 1941 წელს დაიბადა და მუსიკალური კარიერა 1959 წელს დაიწყო, მინესოტაში ყავის სახლებში უკრავდა.

მისი ნაწარმოებები ცნობილი გახდა 1960-იან წლებში. სიმღერები Blowin’ in the Wind და The Times They are A-Changin’ სამოქალაქო უფლებების დაცვის მოძრაობებისა და ომის წინააღმდეგ ჰიმნებად იქცა.

(Visited 55 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*