14642636_1311675422199353_1897230642_n„ხელისუფლება ეწევა შანტაჟს მოსახლეობის წინააღმდეგ,რომ ეს პირები იქნებიან პატიმრობაში თუ მხარს „ქართულ ოცნებას“ არ დაუჭერენ.რა საჭირო იყო სახლებში შევარდნა, სპეცრაზმის გამოყენება, აუხსნელია. ეს არის პოლიტიზირება, ხელისუფელბა ეწევა ძალის დემონსტრირებას“. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ოთარ კახიძემ „ტვ–პირველზე“, გადაცემა „რვიანის“ ეთერში ისაუბრა.

„ ექვსივე ადამიანი არის იმ სოფლის მაცხოვრებელი და კონკრეტულად იმ საარჩევნო უბნის ამომრჩეველი,სადაც 8 ოქტომბერს კენჭისყრა ჩაიშალა. ეს პირები აიყვანეს დილის ოთხ საათზე.   სპეცრაზმის თანამშრომლები  თავს დაესხნენ ოჯახებს და ააწიოკეს ისინი. დაკავების შემდეგ ამ პირებზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა. ადვოკატის თქმით სამი მათგანი არის ნაცემი. პოლიცია მათგან მოითხოვდა აღიარებითი ჩვენების მიცემას. ისინი სახალხო დამცველმაც მოინახულა.

ეს ადამიანები იმყოფებოდნენ სახლში, არ მისვლიათ საგამოძიებო უწყება. ეს იყო სამაგალითო ძალადობის აქტი,რომელიც განხორციელდა იმ უბანში,სადაც 22 ოქტომბერს იმართება განმეორებითი არჩევნები. საკითხს სენსიტიურობას ისიც სძენს,რომ სოფელში ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ. ისინი „ნაციონალური მოძრაობის“  აქტივისტები არ არიან, ვეყრდნობი ჩვენ კანდიდატის, იმამყულიევის ინფორმაციას.

თუ პოლიციელს ვინმემ დაზიანება მიაყენა,სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს კანონის შესაბამისად, არავითარი აუცილებლობა დილის ოთხ საათზე შევარდნის არ არსებობდა. მათ ეძინათ სახლში ოჯახის წვრებთან ერთად. არ  ვამბობ,რომ მტკიცებულებები არ უნდა შეფასდეს და გამოძიება არ უნდა ჩატარდეს, თუმცა ყველაფერს სჭირდება ლოგიკა. ამ პირებს დაკავების შემდეგ მიღებული აქვთ დაზიანებები. ეს ფაქტი უნდა იყოს შემაშფოთებელი. იქ დაკარგულია ფულადი თანხა დ ოქროულობა,“–განაცხადა კახიძემ.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 18 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*