თამარ„სპეცრაზმი გამოიყენეს იმისთვის, რომ „ერთიანი ნაცონალური მოძრაობის“ კრიმინალური ძალადობრივი  ქმედება დაეშოშმინებინათ.მათ ძალა არ გამოუყენებიათ, უბრალოდ ფიზიკურად მივიდნენ იქ და განმუხტეს სიტუაცია“. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა თამარ ჩუგოშვილმა „ტვ–პირველზე“, გადაცემა „რვიანის“ ეთერში ისაუბრა.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნების დღეს სიტუაციის არევა, არეულობის გამოწვევა დაიწყო მარნულიდან. საინტერესოა რატომ აირჩიეს ეს  ძალადობრივი მეთოდებით არჩევნების გარემოს გასაფუჭებლად მარნული. მათ აირჩიეს ეს კრიმინალური მეთოდი. მათი მაჟორიტარული კანიდატი მართავდა სიტუაციას და კადრებშიც ვხედავდით მის როლს. არ შეიძლება ეთნიკური ელფერის მიცემა და ამაზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობასაც თუ აიღებენ  დემაგოგიის ნაცვლად,  უკეთესია.

სპეცრაზმის გამოყენების მიზეზი  ჩემზე კომპეტენტურად  შინაგან საქმეთა მინისტრმა ახსნა. ადამიანის უფლებების კომპონენტი შემოდის მაშინ, თუ  დაკავების შემდეგ მიყენებული აქვთ რაიმე დაზიანება. ჯერ ეს ზუსტად არ ვიცი, სახალხო დამცველიც ნახავს,  ოთო კახიძისგან ვერ დავიჯერებ.

თითქოს სოფელი და რეგიონი ამას აღიქვამს, როგორც თავდასხმას. ამას ამბობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.  თუ ეს პრობლემა ნამდვილად  არსებობს, შესაბამისი კომუნიკაცია იქნება. თამაში და ეს კატასტროფა განსაკუთრებით იქ არ უნდა დაეწყოთ. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ერთი მხრივ დაკავებულები იქნან დამნაშავეები და მეორე მხრივ მორჩეს, ჩაცხრეს იმ სენსიტიურ თემასთან თამაში, რომელიც სრულიად გაუმართლებლად წამოიწყო ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკურმა ძალამ.

ჩვენი კანდიდატები ლიდერობენ  თითქმის ყველა რეგიონში და ყველა ოლქში, სადაც მეორე ტური უნდა ჩატარდეს. მგონია, რომ დამაჯერებლად უნდა მოვიგოთ და საზოგადოებას მკაფიო აზრი აქვს ცამოყალიბებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ,“–განაცხადა ჩუგოშვილმა.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 38 times, 1 visits today)

კომენტარები