14686490_1106641459432910_1763343686_nკონფლიქტიდან ორი წლის შემდეგ, აშურას დღესთან დაკავშირებთ მუსლიმებმა ადიგენის რაიონ სოფელ მოხეს სადავო შენობაში ლოცვა აღავლინეს. რეპორტაჟს ამის შესახებ  სამცხე-ჯავახეთის საინფორმაციო პორტალი  აქვყნებს, სადაც  ადგილობრივი მუსლიმები მიღებული გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრობენ  და აღნიშნავენ, რომ მათ ყველაფერი კანონიერად სურთ.

„აშურას დღესთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ დაგვეწყო აქ აღმსარებლობა.  ძალიან ბევრი ვიცადეთ, ხან დაპირებებით, ხან განგანცხადებებით, ბვერჯერ მივმართეთ მთავრობას, საზოგადოებას,  რომ ყველაფერს ვითხოვთ კანონიერად.“-აღნიშნა მოხეს მეჩეთის წინამძღვარმა  თენგიზ ბერიძემ.

სახლი, რომელსაც ამ დრომდე მეჩაეთად იყნებდნენ ნაქირავები ჰქონდათ და ახლა იქ ლოცვას ვეღარ შეძლებენ, ამიტომ იმ კომისიის გადაწყვეტილებას, რომელსაც მოხეს სადაო შენობის წამომავლობა უნდა დადგინოს ვეღარ დაელოდნენ.

ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის სადაო შენობა ადგილობრივი მუსლიმების თქმით ისტორიული მეჩეთია და დაზამთრებამდე  მის გაწმენდასა და გადახურვას გეგმავენ. იმ შემთვევაში, თუ  დამტკიცდა, რომ აღნიშნული შენობა მუსლიმთა თემის კუთვნილება არ არის, სახელმწიფოს დახმარებით სოფლის სხვა ტერიტორიაზე მეჩეთის აშენების იმედი აქვთ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ „თბილისი თაიმსი“ ცდილობდა გაერკვია  თუ რა ეტაპზეა ე.წ. მოხეს კომისიის საქმიანობა, მაგრამ რელიგიის საკითხთა სახელმწიოფო სააგენტოსგან პასუხი ვერ მივიღეთ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში არსებული შენობა ქრისტიანებისა და მუსლიმების დაპირისპირების მიზეზი მას შემდეგ გახდა, რაც  მულიმებმა 2014 წელს აღნიშნულ ნაგებობაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით მიმდინარე ბიბლიოთეკის გახსნის სამუშაოები გააპროტესტეს, რასაც სამართალდამცავებთან დაპირისპირება მოჰყვა. შედეგად კი  14 მუსლიმი იქნა დაკავებული.

მართმადიდებლები შენობის ქრისტიანულ წარმომავლობაზე საუბრობენ, ხოლო  ადგილობრივი მუსლიმი თემი აცხადებს, რომ შენობაში ადრე მეჩეთი ფუნქციონირებდა. ნაგებობისთვის  ისტორიული კუთვნილების დასადგენად, რელიგიის სააგენტოს ინიციატივით ე.წ. მოხეს კომისა შეიქმნა, რომლესაც დღემდე არ დაუდია დასკვნა.

აღსანიშნავია, რომ სოფელში მუსლიმი და ქრისტიანი თემიც აცხადებდა, რომ კომისიის მიერ მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, ოღონდ დასაბუთებულს, მშვიდად მიიღებდნენ.

სოფიკო ნინიკაშვილი

სოფიკო ნინიკაშვილი

(Visited 111 times, 1 visits today)

კომენტარები