ვოლსკი„შეხლა– შემოხლა  იყო ორმხრივი და „რუსთავი 2“–ის  ეთეში გავრცელებული კადრები იყო არასრული. აქ არ არის ლაპარაკი  იმაზე, რომ რომელიმე ძალა ემოციურ ნიაადაგზე მოქმედებდა. ორგანიზებულმა ჯგუფმა გამიზნულად მიიტანა იერიში პოლიციელებზე“. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა გია ვოლსკიმ „რუსთავი 2“–ზე, გადაცემა „კურიერის“ ეთერში ისაუბაა.

„მნიშვნელობა აქვს იმას, რომ პროვოცირების შედეგად ორმა ჯგუფმა სახელმწიფოს იმიჯს სერიოზული ჩრდილი  მიაყენა, კორცხელშიც და ახლაც.  ამ შემთხვევაში საგანგებო დანაშაულის ნიშნებიც იკვეთება. აქტივისტები მართლაც ერქვა ამ ხალხს სანამ პოლიტიკურ პროცესში იყვნენ ჩართულები. შემდეგ  შეუტიეს პოლიციას და მძიმე ტრამვები მიაყენეს მათ, რომლებიც არანაირ პოლიტიკურ ნიშანს არ ატარებდნენ.იმის მაგივრად,რომ მოინახულონ  მძიმედ დაზარალებული ხალხი, ისე ფუთავენ ამ ყველაფერს,  თითქოს სახელმწიფო „ნაციონალურ  მოძრაობას“  უპირისპირდება.

დაკავებაც არ მომხდარა სპონტანურად. დაკავებაც მას შემდეგ მოხდა, რაც სასამართლომ მტკიცებულებები განიხილა. დაველოდოთ სასამართლოს და შემდეგ გავაკეთოთ დასკვნები. როგორც მოქალაქეს მაღელვებს ის ფაქტი, რომ უპასუხისმგებლო ადამიანები გამოდიან და ამბობენ, რომ ეს ყველაფერი „ნაცონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მიმართული კამპანიაა. ნუ ვიდავებთ იმაზე  თუ როდის ჯობს დაკავება, როცა გარეთ ბევრი ხალხია და სპეცრაზმი იქ შვარდეს, თუ ჩაატაროს ოპერაცია მაშინ,  როდესაც ეს ნაკლებ აჟიოტაჟს გამოიწვევს“.

გია ვოლსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატებზე ისუაბრა. „ქართული ოცნების“ წევრმა ასევე  ევროპარლამენტში ქართული დელეგაციის მიერ უკრაინის რეზოლუციის მხარდამჭერ კენჭისყრაზე არ დასწრება შეაფასა.

„დღის წესრიგში იქნება მცდელობა იმისა, რომ წყალგამყოფები შევქმნათ, რადგან ერთ–ერთი პრეზიდენტის დასახელებული კანდიდატია. სამწუხაროა, მაგრამ ამ ავადმყოფობას ვერ მოვაშორებთ არა მარტო ქართულ, არამედ საკმაოდ ევროპულ საზოგადოებებსაც. ნატვრა მაქვს ისეთი დღე დადგეს, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკოსები თავს შეიკავებენ საკონსტიტუციო სასამართლოს უკარნახონ, რომელი გადაწყვეტილება არის კარგი თუ ცუდი. რაც შეეხება კანდიდატებს, მე არ მეხება, გადაწყვიტოს თავად საკონსტიტუციო სასამართლომ.

ძალიან დიდ პატივს სცემენ ჩვენს იმ დელეგატებს,რომლებიც შესაძლოა ინგლისურად ნაკლებად ჩამოყალიბებულად საუბრობენ გრამატიკულად, მაგრამ აზრობრივად საკმაოდ მაღალ პოზიციებზე დგანან. ვისაც სურდა ეს ფაქტი მოენათლა პრობლემად ჩვენსა და უკრაინელების ურთიერთობაში, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. როდესაც კომიტეტში  უკრაინისთვის პრინციპული მნიშვნელობის თემები იხილებოდა,ნჩვენ გვერდზე ვედექით უკრაინელებს.

ვოლსკიმ  პარლის თავმჯდომარეობაზე საკუთარი კანდიდატურის განხილვა  გამორიცხა.

„რაც შეეხება პარლამენტოს ახალ თავმჯდომარეს, მაქვს ამბიცია და სურვილი,რომ ვიყო  ჩემი ქვეყნის ჯარისკაცი და ეს არ არის ლიტონი სიტყვები. ჩემი თავმჯდომარეობის საკითხი არ დგას დღის წესრიგში“.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 119 times, 1 visits today)

კომენტარები