„მთელი ცხოვრება ვიქნებით მოწოდებულები, რომ ეს ნდობა გავამართლოთ. მეც ძალიან გამიკვირდა და არ იყო მისაღები „ნაციონალური მოძრაობის 27 %-იანი შედეგი. საზოგადოების აქტიურობა უნდა დაუპირსიპირდეს იმას,რომ ასე მძლავრად არ იქნას წარმოდგენილი ეს პოლიტიკური მოძრაობა. მათ აქვთ 15 %-იანი მხარდაჭერა და ეს ასეც არის. თითოეულ ხმას პატივი უნდა ვცეთ, შეიძლება მორალურად იყოს მიუღებელი, თუმცა ეს ამომრჩევლის ნებაა.
რაც შეეხება ხელახლა გადათვლას, არც ერთ საერთაშორისო დამკვირვებელს კითხვა არ გასჩენია არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ,რომ არც ერთი ხმა ჩემს ოლქში არა თუ მოსყიდვით, გადაკრული სიტყვითაც არ მიგვიღია. უბნების გახსნა არ არის ჩვენი ვალდებულება. ამას წყვეტს ცესკო.
თუ დანაშაულთან გვაქვს საქმე და თუ პოლიციელს თავს ესხმიან, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ? საკამათოა რა ფორმით უნდა დაეკავავებინათ ეს ადამაინები. მახსენდება კორცხელი, მაშინ „ქართულ ოცნებასაც“ აქვს პრეტენზია,რომ არ იქნა დაკავებული ის ადამიანი,რომელიც ბიტებს იქნევდა. „ქართული ოცნების“ მომხრეები დაკავებულები არიან და ემუქრებათ 4– დან 7 წლამდე პატიმრობა. გვახსოვს,რომ ამ მუხლით დაკავებულები გამოდიოდნენ ას ლარიანი ჯარიმებით. დამნაშავე უნდა დაისაჯოს და თუ ვინმე დაკავების ფორმაზე კამათობს, ეს შინაგან საქმეთა მინისტრს უნდა ვკითხოთ.
ჩვენ მივყვებით რიტორიკას, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ მეორე დღესვე ააგორა. რომელ საკონსტიტუციო უმრავლესობაზე არის ლაპარაკი, როდესაც 50-ზე მეტ ოლქშია დაგეგმილი მეორე ტურები. დღეის მონაცემებით უბრალო უმრავლესობაც არ გვაქვს. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკა, რომ დაარწმუნონ მოსახლეობა არ მისცენ ხმა „ქართულ ოცნებას“ იმიტომ, რომ არ ჰქონდეთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. პრაქტიკულად ნახევარი არჩევნები არის წინ. დარწმუნებული ვართ,რომ ისეთი კანდიდატები გვყავს დამაჯერებლად მოვიგებთ“.
მამუკა მდინარაძემ პარლამენტის თავმჯდომარეობის სავარაუდო კანდიდატზე და „თავისუფალი დემოკრატების“ შედეგზეც ისაუბრა.
„მე მივესალმებოდი. ირაკლი პროფესიონალია და კარგი კადრია ნებისმიერი თანამდებობისთვის, თუმცა ამაზე ჯერ კონსულტაციები არ ყოფილა.გარკვეული წარმოდგენები, კანდიდატურები არის თუმცა სანამ გუნდი არ შეჯერდება, თავს შევიკავებ საუბრისგან.
ძალიან კარგი იქნებოდა, ეს პარტია და სხვები წარმოდგენილი ყოფილიყვნენ და მიგვეღო მრავალპარტიული პარლამენტი. ეს მოგონილი პიარიც არ იქნებოდა. დემოკრატიას შეუწყობდა ხელს, თუმცა ჩვენ რომ ბევრნი ვიქნებით, ეს საშიშროებას არ წარმაოდგენს“.
მანანა ღოღობერიძე