nino_burjanadze_4088„დაგვარწმუნეთ,რომ არჩევნებში არ იყო ჩართული ბიძინა ივანიშვილის და სუს-ის ხელი, დაგვარწმუნეთ, რომ მართლა მოსახლეობამ გადაწყვიტა ხმა „ქართულ ოცნებისთვის“ მიეცა.   ვერ დაგვარწმუნებენ იმაში,რომ ყოველმა მეოთხემ  ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცა.  ყველა ხელისუფლების რღვევა იწყება მას შემდეგ,რაც ჩატარებული არჩევნების შემდეგ კითხვის ნიშნები რჩება“. ამის შესახებ „ბურჯანაძე–დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „ტვ–პირველზე“, გადაცემა „ინგა გრიგოლიას დღის ამბების“ ეთერში ისაუბრა.

„ვინმე დაიჯერებს იმას რომ მხოლოდ ნაციონალებს ხმა ყოველმა მეოთხემ მისცა? „ქართული  ოცნება“ გაურიგდა „ნაციონალურ მოძრაობას“. კოჰაბიტაცია 4 წლიანი არ იყო გარიგება? ამას არ ვამბობდი?  ოცნებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ კომისიები მთელ რიგ უბნებზე  აბსოლიტურად შეთანხმებულად მოქმედებდა. როგორ შეიძლება ერთადერთი პარტია იყოს კმაყოფილი და სრულიად საქართველოს უმტკიცებდეს, რომ  არჩევნები არ გაყალბებულა. ასეთი განცხადებები, არ აღიარებ და ნუ აღიარებ, კარგად იყავით მომისმენია ნაციონალებისგანაც, შევარდნაძის ხელისუფელბისგანაც.  სწორედ ეს არ მინდა მოხდეს ქვეყანაში.

არ ვაპირებ ვაღიარო ის შედეგები,რომლებსაც ვერ მივიღებ და არ მჯერა. ჩვენ არაერთი საჩივარი გვაქვს დაწერილი და ვითხოვთ უბნების გახსნას, ოქმების გადათვლას. ჩვენ ყევლაფერს კანონით ვითხოვთ, ვინმესგან მოწყალებას, საჩუქარს, პროცენტების დამატებას არ ვითხოვ. ჩვენ ყველა საოლქომ უარი გვითხრა უბნების გახსნაზე და გადათვლაზე.  საბურთალოზე მინიმალური სამართლიანობა რომ არსებობდეს, 100 %იანი გარანტია იყო ხმების გადათვლის, თუმცა სატელეფონო ზარის შემდეგ მან უარი თქვა უბნის გახსნაზე. 80 უბნიდან 40  უბნის ოქმი იყო დაუბალანსებელი. მაჟორიტარებს ამაზე პასუხის გაცემა მოუწევთ.

კარგად ვიცი როგორ მუშაობდა სუსი, რამდენი ფული დაარიგეს წინა დღეებში. რაღაც ნაწილი დაშინდა, თუმცა ეს მაინც არ იყო ის რეალური პროცენტი,რომელიც ხმას გვაძლევდა.  ვაპირებ გავაგრძელო ყველანაირი სამართლებრივი ბრძოლა. არასოდეს არც ერთ სიტუაციაში,  არც ერთ პოზიციაზე ბურჯანაძეს ტყუილი არ უთქვამს. მე ვარ დარწმუნებული,რომ ბარიერის პრობლემა ნამდვილად არ გვქონდა. ამას მიდასტურებენ სანდო აადამიანები. ზუსტად ვიცი,რომ შეგნებულად დაგვტოვეს ბარიერს მიღმა.

საკონსტიტუციო უმრავლესობამ დაღუპა „ნაციონალური მოძრაობა“ და ასევე ქვეყანა, ამიტომ  იგივე არ მინდა განმეორდეს. ქვეყანაზე ვზრუნავ.  გამოსავალია ის,  რასაც მე ვთავაზობ. გადაითვალოს საეჭვო უბნები, ამ შემთხევვაში აუცილებლად აღმოჩნდება ის,რომ მინიმუმ ჩვენს პარტიას აქვს გადალახული ბარიერი. მაშინ მეორე ტურიც რომ გაიმართოს   „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა არ ექნება,“–განაცხადა ბურჯანაძემ.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 48 times, 1 visits today)

კომენტარები